"ჩემი წინაპრების ძვლებიც ამოყარეს" - რუისელები ერთმანეთს უპისრისპირდებიან
საზოგადოება - 18:26, 07 Mar, 2019     1739
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, მიზეზი, სოფლის ორ უბანში, ტაძრების მიმდებარე ტერიტორიების რეკონსტრუქციაა. როგორც ადგილობრივების ერთი ნაწილი ამტკიცებს, ე.წ. წინუბანში წმინდა კვირიკესა და გალავანში წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესიების შემოსაზღვრასა და სამონასტრო კომპლექსებად გადაქცევას, წინაპრების საფლავები შეეწირა. მათი აზრით, ეპარქიას შესაძლებლობა ჰქონდა, მონასტრებისთვის თავისუფალი ტერიტორიები გამოეყენებინა, თუმცა ეს არ გააკეთა.

„საფლავების ამოყრა როგორ შეიძლება?! ცოტა ტერიტორიაა ასათვისებელი? თუ აშენება უნდოდათ რაღაცის, გადასულიყვნენ და მინდორზე აეშენებინათ. იქ ჩემი წინაპრებიც იყვნენ დაკრძალულები და იმათი ძვლებიც ამოყარეს.“-აცხადებს ვანო ბალიაშვილი.

რუისის მცხოვრებთა ერთი ნაწილი თვლის, რომ რუის-ურბნისის ეპარქია მრევლის სულიერ სიმტკიცეზე ზრუნავს, რის ნათელ მაგალითადაც ახალ მონასტრებს ასახელებენ. ეს ადამიანები ირწმუნებიან, რომ ტერიტორიის გალამაზების გარდა, ტაძრები მოქმედი გახდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა წირვებზე სირული დაიწყეს.

„მოვა დრო რომ აქ ჩემი საფლავიც აღარ იქნება, უნდა ვიფიქროთ მომავალ თაობაზე. თუ პრეტენზიები აქვთ, მაშინ მოსულიყვნენ და წინაპრების ძვლები ერთად შეეგროვებინათ და გადაესვენებინათ.“-აცხადეებს მაია ნაცვლიშვილი.

მოსახლეობის დაპირისპიების მიზეზებზე არ საუბრობენ ქარელის ეპარქიაში. სამონასტრო კომპლექსის გაშენება რუისში 4 წლის წინ დაიწყო. მოსახლეობამ სასულიერო პირების მიმართ უკმაყოფილებია მას შემდეგ გამოხატა, რაც ტრაქტორი მუშაობას სასაფლაოს ტერიტორიაზე შეუდგა. ხალხი ამბობს, რომ საქმის კურსში არაერთი უწყება ჩააყენეს, თუმცა, საძვალეების გადარჩენა ვერ შეძლეს. ბოლო პერიოდში კი, ხალხი ორად გაიყო და აზრთასხვადასხვაობის გმო სოფელში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42