თსუ-ში ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პროგრამის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 14:38, 07 Mar, 2019     937

ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პროგრამის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს იულსონი და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თსუ სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ.

პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და, ზოგადად, ახალგაზრდობის ინფორმირება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მავნებლობის შესახებ.

თსუ რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა ხელი შეუწყოს პრობლემის მოგვარების გზებისა და საშუალებების პოპულარიზაციას, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დიალოგის ეფექტიანად წარმართვას. „ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებს ესაუბრონ იმ უდიდესი ზიანის შესახებ, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარება იწვევს. საქართველოშიც ძალიან სერიოზულ პრობლემად აღვიქვამთ ნარკოტიკების მოხმარებას. ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემისგან გამოწვეული ზიანის შემცირებას და პირველ რიგში, ეს ეხება პრევენციულ ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს წარმატებულ მომავალს. „ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს ჯანმრთელი ცხოვრებისა და ნარკოტიკების არ გამოყენებისაკენ მოვუწოდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი განვითარებისათვის,“ - აღნიშნა როს უილსონმა.

სანდრო მარანელი თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. მისი თქმით, ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება აუცილებელია. „დღევანდელ დღეს ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ნამდვილად არსებობს. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს, რათა შემდგომში გართულებები ავირიდოთ თავიდან,“ - აღნიშნა სტუდენტმა.

შეხვედრა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის, საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს, აშშ-სა და საქართველოს მეგობრობის ასოციაციის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42