ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს
საზოგადოება - 12:33, 07 Mar, 2019     850

8 ,9 , 10 მარტს, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სნოუბორდ კროსში,რომელიც სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინაა. სნოუბორდ კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს. მოთხილამურეები სხვადასხვა დაბრკოლებების ტრასის დაფარვას მინიმალურ დროში შეეცდებიან. შეჯიბრში 14 ქვეყნის, მათ შორის: ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი მიიღებს მონაწიელობას.

8, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის. 10 მარტს კი, FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრია დაგეგმილი. ,,კუდების“ ფერდობზე სათხილამურო ტრასა მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერმა და მშენებელმა, ფრანგმა სპეციალისტმა ტომას გირლანდოამ მოამზადა.

აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება ბაკურიანში. წლევანდელი საერთაშორისო ეტაპის წარმატებით ჩატარება, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის ყველა გულშემატკივარისთვის.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი კომპანია „სილქნეტია“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

გუდაურში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეტაპების ჩატარებასთან დაკავშირებით, 8 მარტს 9:30 სთ-ზე „რედკოს“ დასახლებაში ,,მითლოფის“ ტერიტორიაზე გაიმართება პრესკონფერენცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42