9 მარტს, თბილისში ილუზიების მუზეუმი გაიხსნება - არასტანდარტულ და ინტერაქტიულ გარემოს პირველად მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ
საზოგადოება - 14:25, 06 Mar, 2019     812
ილუზიების მუზეუმს პირველად მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მედიატურის ფარგლებში თავად გამოსცადეს არასტანდარტული, ინტერაქტიული და ილუზიებით სავსე სივრცე.

ილუზიების მუზეუმში ისინი საინტერესო ვიზუალურ და საგანმანათლებლო გამოცდილებას გაეცნენ. სივრცე აერთიანებს პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიურ და ფაზლების ოთახებს, სადაც მათ დიდაქტიკურ თამაშებში ჩაბმაც შეეძლოთ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მუზეუმში პირველმა ვიზიტორებმა იცინეს, იკივლეს, გადაიღეს უამრავი ფოტო და გააკეთეს ის, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია.

როგორც ილუზიების მუზეუმის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნატალი ანანიაშილი ამბობს, მუზეუმი თბილისში, ბეთლემის #10-ში ოფიციალურად 9 მარტს გაიხსნება და დამთვალიერებელს ილუზიების კანონებზე დაფუძნებულ 80-მდე ექსპონატს შესთავაზებს. მისივე თქმით, მუზეუმის კონცეფცია რადიკალურად განსხვავებულია სიტყვა „მუზეუმის“ კლასიკური გაგებისგან და ეს არის ახალი ტიპის, უნიკალური სივრცე, რომელიც გათვლილია სახალისო შემეცნებაზე. დღეს, „ილუზიების მუზეუმი“ უკვე მრავალ ქალაქშია, თბილისში გახსნილი მუზეუმი კი მასშტაბით, ყველაზე დიდი იქნება.

ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილი მიმზიდველი და სახალისო ინსტალაციების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ. მუზეუმს აქვს ასევე სათამაშო ოთახი და სუვენირების მაღაზია, სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელს საშუალება აქვს ითამაშოს, შეეჯიბროს, ისწავლოს ახალი და შეიძინოს მუზეუმის ორიგინალური საჩუქრები, რომლის ძირითად პროდუქციას წარმოადგენენ სახალისო, მემო და მოტორიკის გასავითარებელი ხის სათამაშოები (დიდაქტიკური სათამაშოები და ფაზლები), რომელიც ავითარებს და ასტიმულირებს შემოქმედებით აზროვნებას,-აცხადებს ნატალი ანანიაშილი.

როგორც ნატალია ანანიაშვილი აღნიშნავს, მუზეუმი განკუთვნილია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის. ამასთან, მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს დაბადების დღის გადახდასაც 5-15 წლის ბავშვებისთვის, სადაც პროგრამა მოიცავს მუზეუმის დათვალიერებას, დიდაქტიკურ თამაშებს, ფაზლებს და აშ. აქვე შესაძლებელი იქნება კორპორატიული ივენთების, შეხვედრების, პრეზენტაციების ორგანიზებაც. აღსანიშნავია, რომ ილუზიების მუზეუმი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად მზარდ საგანმანათლებლო და გასართობ ადგილად იქცა. ის უკვე თბილისის ჩათვლით, 15 ქალაქშია წარმოდგენილი. სამომავლოდ კი, დამატებით 7 ფილიალის გახსნა იგეგმება. მისივე ინფორმაციით, მუზეუმი ვიზიტორების მიღებას ყოველდღე, 10-დან-10 საათამდე შეძლებს.

თბილისის ილუზიების მუზეუმი, წარმოადგენს გლობალური პროექტის ნაწილს ქართულ ბაზარზე. თავად მუზეუმის კონცეფცია უცვლელია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მასში ერთნაირადაა წარმოდგენილი ექსპონატები ყველა ქვეყანაში. განსხვავება მხოლოდ მუზეუმის ფორმატის სიდიდეშია. შედარებით მცირე მოცულობის მუზეუმებში, ფიზიკურად არ არის ადგილი ყველა ოთახისა თუ ატრაქციისთვის. მუზეუმის ფორმატია 250 -400 2. თბილისის მუზეუმი დამთვალიერებელს, მისი დიდი სივრციდან გამომდინარე, სრულად შესთავაზებს წარმოდგენილი ექსპონატების კოლექციას,-აცხადებს ნატალი ანანიაშვილი.

რატომ გადაწყდა თბილისში მსგავსი მუზეუმის გახსნა, იდეის ავტორების განცხადებით, ამის მიზეზი გახდა თანამედროვე ქართულ რეალობაში ისეთი ადგილების სიმცირე, სადაც ადამიანები უქმე დღეების სასიამოვნოდ და განსხვავებულად გატარებას შეძლებენ.

ამას დაემატა საკმაოდ დიდი დაინტერესება ტურისტულ ბაზარზე საქართველოს მიმართ. ძირითადად ამ ორმა იდეამ, რომელიც რასაკვირველია გამყარებული იყო ადგილობრივი ბაზრისა და აუდიტორიის კვლევის შედეგებით, განაპირობა მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება. საჭირო იყო უკვე არსებული, აპრობირებული და წარმატებული მოდელი. შემდეგ მოხდა სხვადასხვა მაგალითების მოკვლევა, მონახულება. ასე დავუკავშირდით იდეის ავტორებს, მოვინახულეთ ზაგრების მუზეუმი, გადავხედეთ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკას და მივიღეთ გადაწყვეტილება გავმხდარიყავით ილუზიების სამყაროს წევრები. მუზეუმების ზოგადი კოლექცია ოთხმოცამდე ექსპონატს ითვლის, რომელთა სრული ასორტიმენტი ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელს შეუძლია თბილისის მუზეუმშიც იხილოს. კოლექცია მუდმივად განახლებადია და მასზეილუზიების შემქმნელებიზრუნავენ. როგორც თბილისის, ისე ფრენჩაიზის მფლობელი სხვა ქალაქების მუზეუმები, ამ განახლებას ექვემდებარებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დროდადრო დამთვალიერებელს ახალ-ახალ ეფექტებსა და თავსატეხებს შევთავაზებთ“,- ამბობს ნატალი ანანიაშილი.

ცნობისთვის, ილუსტრაციების პირველი მუზეუმი ზაგრებში, ხორვატიაში 2015 წელს გაიხსნა, რასაც წინ უძღვოდა ორწლიანი მომზადების პროცესი, ბაზრის კვლევა, ექსპონატების შექმნა. აღმოჩნდა, რომ ილუზიების მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია. მოიცავს 80-ზე მეტ უნიკალურ ვიზუალურ და საგანმანათლებლო ინსტალაციას, რომლებიც მორგებულია ნებისმიერი ასაკის ადგილობრივ და ტურიტების სეგმენტებზე. დღეს, „ილუზიების მუზეუმიუკვე მრავალ ქალაქში, მათ შორის, ზადარში, ლუბლიანაში, ვენაში, მუსკატში, ბელგრადში, კუალაში, ლუმპურში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბერლინში, ათენში, დუბაში, ჰამბურგში და კანზასში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42