15 წლის ნინო მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის - "ღამით ემართება კრუნჩხვები და სულის ხუთვა. ასე ვიბრძვი მისი ამოსუნთქვისთვის"
საზოგადოება - 11:58, 06 Mar, 2019     1789

15 წლის ნინო მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. გოგონა დაავადებულია ეპილეფსიით და ჰიდროცეფალიით. ეს ის დაავადებებია, რომლებიც ნებისმიერი მშობლისთვის როგორც წინასწარი განაჩენი ისე ჟღერს.

15 წელია, რაც ეს პაწაწინა არსება გამუდმებული ტკივილებისა და კრუნჩხვებისგან იტანჯება, ხოლო ჰაერის უკმარისობა კიდევ უფროს ართულებს მის ისედაც უმძიმეს მდგომარეობას. ნინოს არ შეუძლია სიარული, ვერ ლაპარაკობს, ხედავს ცუდად და შეკითხვებზე არ რეაგირებს. იგი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, იმყოფება სადღაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ცასა და მიწას შუა...

ჩვენ მოვინახულეთ ეს ოჯახი, სადაც სიღარიბე სუფევს. დედა-შვილი კორპუსის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. მათ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს გოგონას პენსია, რომელიც I ჯგუფის ინვალიდია.

როგორ უმკლავდება ამ სირთულეებს და რის იმედი აქვს? ამ შეკითხვებით ჩვენ მივმართეთ ეკატერინე ემინაძეს, ნინოს დედას:

-სად არის გოგონას მამა, რატომ არ გეხმარებათ იგი შვილის მოვლაში?

ეკატერინე: იგი 2 წლის წინ გარდაიცვალა. ნინოს დაბადების შემდეგ, ჩემი მეუღლე რაღაც პერიოდი ცხოვრობდა ჩვენთან, ხოლო მერე მიგვატოვა. შვილის აღზრდაში დედა მეხმარებოდა: მოდიოდა და ამზადებდა სადილს, ტანს ბანდა ბავშვს, უცვლიდა საფენებს. მე ამ დროს წაქცევაზე ვიყავი, რადგან ღამით ვდარაჯობდი შვილს. სწორედ ღამით ემართება ნინოს კრუნჩხვები და სულის ხუთვა. ასე რომ, ვიბრძოდი და ვიბრძვი მისი ყოველი ამოსუნთქვისთვის. ნათესავებიც მეხმარებოდნენ შეძლებისდაგვარად და ამ გზით მოვიტანეთ თავი დღევანდელ დღემდე.

-სახელმწიფოს მხრიდან რა სახის დახმარებას იღებთ?

ეკატერინე: რაზეა საუბარი - 6 წლის წინ შეგვიჩერეს სახელმწიფო ფულადი დახმარება. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი ბინა მაქვს და დედაჩემის მიერ მოტანილი ელემენტარული ავეჯი.

-ჩვენ დავწერთ ამის შესახებ და იმედია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მოგაქცევთ ყურადღებას.

ეკატერინე: თქვენი იმედი მაქვს, დიდი მადლობა. მე ვიცი, რომ ჩემი შვილის სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით შეიძლება მისთვის მძიმე ყოფის შემსუბუქება, სიცოცხლის გახანგრძლივება. თქვენი ფონდის მეშვეობით მინდა მივმართო ქველმოქმედ ადამიანებს, რომ გამომიწოდონ დახმარების ხელი, რათა ჩემმა გოგონამ კიდევ იცოცხლოს.

-კონკრეტულად რა სახის დახმარება გჭირდებათ ამ ეტაპზე?

ეკატერინე: იქნებ ვინმემ ექიმის ვიზიტი დააფინანსოს? ბოლოს დროს ნინოს განსაკუთრებით აწუხებს ხერხემალი... მას კიდევ ძალიან უჭირს ყლაპვა და მიხდება საჭმლის „დანაყვა“. ბლენდერი რომ მქონდეს, ამას მარტივად გავაკეთებდი, რადგან სპეციალურ კვებას ვერ ვყიდულობ, ჩემთვის ძალიან ძვირია... თუმცა დღეს ყველაზე მეტად ნინოს მაინც მედიკამენტები და ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება.

მეგობრებო, ნინო ჩუტკერაშვილს ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები, წამლები, სპეციალური საკვები პროდუქტები, ორთოპედიული მატრასი, ბლენდერი.

შემოუერთდით ჩვენს საქველმოქმედო აქციას და გაუწოდეთ მას დახმარების ხელი.

დახმარების თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ჩუტკერაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42