თსუ-ში წიგნის - „მათემატიკა, ინფორმატიკა და მათი გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოება - 09:38, 06 Mar, 2019     1086

6 მარტს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის - „მათემატიკა, ინფორმატიკა და მათი გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

წიგნი მიმდინარე წელს გამოსცა გამომცემლობა Springer-მა სერიით Springer Proceedings in Mathematics and Statistics, თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლების გიორგი ჯაიანის (თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი) და დავით ნატროშვილის (თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი) რედაქტორობით.

Springer-ი აღნიშნული სერიით 2012 წლიდან გამოსცემს ცალკეული წარმატებული სამეცნიერო ფორუმების მასალებს, რომლებშიც თავმოყრილია შერჩეული მოხსენებები.

წარმოდგენილი წიგნი შეიცავს 2017 წლის 6-9 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ჩატარებულ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ წაკითხული მოხსენებების ნაწილს. კონფერენცია მიეძღვნა ქართველი მათემატიკოსის, 1986-2006 წლებში ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ დავით გორდეზიანის (1937-2015) დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

წიგნში შესულია 9 ქვეყნის (აშშ-ს, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთის და საქართველოს) წარმომადგენლების სამეცნიერო ნაშრომები და განკუთვნილია სხვადასხვა დარგის მკვლევარებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში. კერძოდ, წიგნში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები ეხება გამოყენებითი მათემატიკის, ბიოლოგიური მათემატიკის, ინტეგრალური და ფსევდოდიფერენციალური განტოლებების, კომპოზიტურ სხეულებში ველის სინგულარობების ანალიზის, სოციალური მეცნიერებების პრობლემების მათემატიკური მოდლირების, უწყვეტი გარემოს მექანიკის მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც აქტიურად მუშავდება მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრებში.

აღნიშნული სერია ინდექსირებულია Scopus-ის მიერ. მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42