საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი V)
საზოგადოება - 15:59, 05 Mar, 2019     610

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსს“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – “არსი” 30 წლისაა.

კომპანიის ისტორიის თხრობას „არსის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი განაგრძობს: „ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში იყო წიგნის მაღაზია „ჩირაღდანი“. ერთხელ შევედი და ვხედავ, დახლები ცარიელია, გდია მხოლოდ ერთი პატარა წიგნი „ქართული ანდაზები და გამონათქვამები“, ფასი 20 კაპიკი. ავიღე ეს წიგნი, ფული გადავიხადე და წამოვედი. აღარაფერი აღარ დარჩა. ის წიგნი სამსახურში მაგიდაზე მედო. გადავშლიდით, წავიკითხავდით რაღაცას, ვღადაობდით და ვიცინოდით. ერთხელაც, მერიიდან მოვიდა წერილი. სრული უაზრობა, თითქოს რაღაც რჩევას გვაძლევდნენ, ოღონდ ვერ გაიგებდი, რას? ვმსჯელობთ მე და გია, რა უნდა მივწეროთ, სერიოზული პასუხის გაცემა შეუძლბელია. ამ მსჯელობაში გადავშალე ეს წიგნი და უცებ ვკითხულობ: „ვისაც სახლი არ აუშენებია, იმას ბოძები მიწიდან ამოსული ჰგონიაო“. და პასუხად ეს მივწერეთ.

იმ მეგრელმა ტიპმა გაგვიჩინა იდეა, შეგვექმნა კერძო სამშენებლო კომპანია. ამის მსგავსი არაფერი არსებობდა, არც წესი იყო, არც კანონი. ამ საკითხზე, გავრისკოთ თუ არა, ხშირად ვლაპარაკობდით. ერთხელაც, აბანოში ვიყავით და საბოლოოდ იქ გადავწყვიტეთ, მოდი, დავიწყოთ ეს საქმე და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა, გამოგვივა თუ არა? თანაც ჩვენი სურვილი იმ ანდაზების წიგნს დავუკავშირეთ - თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო. მერე როცა ამ საკითხზე ვიწყებდით ლაპარაკს, აბანოს კანონი, აბანოს წესდებაო, ვამბობდით. საქაღალდესაც, სადაც მასალებს ვინახავდით, მოკლედ და მარტივად აბანო ეწერა. კომპიუტერში ფაილსაც აბანო და თვითონ კანონსაც მარჯვენა ზედა კუთხეში წვრილი შრიფტით ეწერა აბანო. ასეა თუ ისე, ეს კანონი წვალებით ჩვენ შევქმენით, ჩვენივე კომპიუტერზე ავკრიფეთ და მთავრობაში მივიტანეთ. მათთან წინასწარ შეთანხმებულები ვიყავით. მივიტანეთ და ველოდებით. 1991 წლის მაისის დასაწყისში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ, ხელი მოაწერა ბრძანებას: „ინდივიდუალური ბინათმშენაბლობის პარალელური სტრუქტურების შექმნის შესახებ“. მალევე გაზეთში გამოქვეყნდა კანონი, რომელსაც მარჯვენა ზედა კუთხეში წვრილად ეწერა აბანო!

92 წელია. კერძო ფირმა არ გაეგონათ, კერძო ბიზნესიც არ არსებობდა, კერძო მშენებლობები არ არსებობდა. იქმნებოდა ამხანაგობა და თავიანთ სახლს იშენებდნენ. ჩვენ რომ ვამბობდით, კერძო კომპანია ვართ, ვერ ხვდებოდნენ, ვინ ვიყავით. ცეკა იციან, კომუნისტური პარტია იციან, მინისტრები იციან, არაფორმალებიც გაიგეს, ვინ იყვნენ, აი, ეს კერძო კომპანია რას ნიშნავდა, ვერ ხვდებოდნენ. გია და თამაზ ლობჟანიძე ამერიკაში იყვნენ და ჩამოიტანეს რაღაც ტერმინები. გაგონილი არ გვქონდა დეველოპერი, მოვიძიეთ რას ნიშნავდა და აღმოჩნდა განვითარება. ჯერ დავირქვით ბინათმშენებლობის სინდიკატი. უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვნახეთ, რომ პროფესიულ გაერთიანებებსაც ნიშნავს, მოგვეწონა და დავირქვით სინდიკატი. არადა, მაფიოზური რგოლების გაერთიანებაა სინდიკატი. ბლანკებიც კი გვქონდა, რომელსაც ეწერა ბინათმშენებლობის სინდიკატი. მერე მივხვდით და მოვიშორეთ ეს სახელი. მერე მოვიგონეთ სიტყვა მენაშენე“.

“არსის” 30–წლიან ისტორიას მომდევნო სტატიებშიც შემოგთავაზებთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42