"ორი შვილი დედაჩემთან ცხოვრობს... ჩვენ არ გვაქვს საცხოვრებელი პირობები... მეუღლე მწყემსია და სეზონური სამუშაო აქვს... ხშირად ფულის ნაცვლად საჭმელს აძლევენ"
საზოგადოება - 11:31, 05 Mar, 2019     1085
ქსენია ნემცოვას ოჯახი ხომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს! საცხოვრებელი, რომელიც ადრე ბოსელი იყო, ავარიულ მდგომარეობაშია; რკინის საწოლები ისე ყანყალებენ, რომ სადაცაა დაიშლებიან; ტყუპებს ხელნაკეთ ყუთში სძინავთ; სახლში არც წყალია, არც გაზი და არც ტუალეტი. სოფელში, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, პროდუქტების მაღაზია, სამედიცინო პუნქტი...

ნუთუ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი საცხოვრებელი ადგილები? სამწუხაროდ, დიახ! საგარეჯოდან 26 კილომეტრში მდებარეობს სოფელი სათაფლე, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 50 ადამიანს შეადგენს. აქ გამეფებულია შიმშილი და სიღარიბე, უიმედობა და სასოწარკვეთა. ხალხმა არც კი იცის თუ როგორ უნდა გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან და სასწრაფო შველას ითხოვს. ჩვენ ვესაუბრეთ ქსენიას, 4 შვილის დედას, და ვთხოვეთ მოეყოლა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ოჯახის შექმნა ამ მიყრუებულ სოფელში და როგორ აპირებს გადარჩენას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით:

- ქსენია, როგორ მოხვდით ამ სოფელში?

– ეს იყო 10 წლის წინ. საგარეჯოში, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი, ჩამოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი და... შეგვიყვარდა ერთმანეთი. მაშინ დაახლოებით 20 წლისანი ვიყავით. ხომ გსმენიათ, სიყვარული ბრმა არისო, ხოდა ერთმანეთის გარდა არაფერზე ვფიქრობდით და არც დავფიქრებულვარ ისე გავყევი ჩემს შეყვარებულს ამ სოფელში. გარდა ამისა, ძალიან ამიჩუყდა გული, როდესაც გავიგე რომ იგორი ობოლი იყო, არ ყავდა არც ნათესავები და არც მეგობრები. თქვენ წარმოიდგინეთ, მას პირადობის მოწმობაც კი არ აღმოაჩნდა.

- რას საქმიანობს იგი?

– მწყემსია და აქვს სეზონური სამუშაო. შემოსავალი იმდენად მწირია, რომ ელემენტარულ საკვებზე არ გვყოფნის. ხშირად ფულის ნაცვლად საჭმელს აძლევენ და ამით ისტუმრებენ მას. ვცხოვრობთ ამ გაუბედურებულ შენობაში, რომელიც ადრე ბოსელი იყო.

- უფროსი ქალიშვილები სად არინ?

– სნეჟანა რვა წლის არის, ხოლო ვიქტორია ხუთის. ისინი დედაჩემთან ცხოვრობენ საგარეჯოში. დედას ბავშვები ჩვენთან შაბათ- კვირას ჩამოჰყავს. აბა რა ვქნა? საჭმელი ჩვენ არ გვაქვს და საცხოვრებელი პირობები, სკოლა და საბავშვო ბაღი?!

-დედის გარდა ვინმე გეხმარებათ?

-არავისთვის მიმიმართავს დახმარებისთვის, ისე მგონია, რომ ყველა უარს მეტყვის...

- ნუთუ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ როგორც მშობლები, პირველ რიგში სწორედ თქვენ აგებთ პასუხის შვილების კეთილდღეობაზე და ასეთმა პასიურობამ ხომ შეიძლება რომ გამოიწვიოს სავალალო შედეგი ბავშვებისთვის?

– ბოდიში, რომ ვერ ვიკავებ ცრემლებს... ეს ჩვენთვის სერიოზული გაკვეთილია! დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ მოგვძებნეთ, ჩამოხვედით ამ სოფელში და მზად ხართ დახმარებისთვის.

-ასეთ პირობებში როგორ უმკლავდებით ტყუპების მოვლას?

– ძალიან რთულია. დავაძინებ ტყუპებს და წყლის მოსატანად გავიქცევი, ოთახს დავალაგებ, წყალწყალა სუპს გავაკეთებ. ტყუპები ერთდროულად იღვიძებენ და მერე უკვე სხვას ვერაფერს ვაკეთებ. ხანდახან ისე ტირიან, რომ ვერ ვაჩერებ, ალბათ რაღაცა აწუხებთ, მაგრამ სადაა წამლის ფული?

- სახლი, ავეჯი, ჭურჭელი.... გასაგებია, რომ ეს არის თქვენი მატერიალური სახის ოცნება, მაგრამ ხომ ვერ გაგვიმხელთ - თქვენი სული რაზე ოცნებობს?

– მიუხედავად ასეთი მოუწყობელი ცხოვრებისა, ჩემი და იგორის სიყვარულმა გაუძლო დროს, უძლებს სიძნელეებს და ვოცნებობ, რომ სიყვარულში გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. სწორედ სიყვარულმა გაგვაძლებინა აქამდე. ღამით, როდესაც ტყუპებს სძინავთ და ქმარი მთებში ნახირს უვლის, შიშის გრძნობა შემიპყრობს, დავანთებ სანთელს და ვლოცულობ: „უფალო, იესო ქრისტეო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი" ...

მეგობრებო, ამ ოჯახის ისტორია, როგორც ხედავთ, ძალიან ჩახლართულია. პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაცას შეგნებულად არ უნდა თავი დააღწიოს სიდუხჭირეს, არამედ ის, რომ ამ ადამიანებს არ შესწევთ უნარი საკუთარი ძალებით მოაგვარონ თავიანთი პრობლემები. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ დახმარება და თანადგომა, რამეთუ პირველ რიგში, როგორც ეს ხდება ამგვარ სიტუაციებში, სწორედ ბავშვები იჩაგრებიან!

ეს ოჯახი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, თეთრეულს, ჭურჭელს, ავეჯს, ჰიგიენურ საშუალებებს.

დახმარების თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩრნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქსენია ნემცოვას ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42