17 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ამის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის მამამ, მერაბ მერებაშვილმა განაცხადა. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში ნიკოლეიშვილი უკვე იმყოფებოდა და 11 ტომიანი საქმის შესწავლა დაიწყო. მერაბ მერებაშვილს, ნიკოლერიშვილის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება და დარწმუნებულია, რომ ექსპერტი საკუთარ სათქმელს იტყვის. მერებაშვილი ირწმუნება, რომ მისი შვილი მოკლულია და გამოძიება არასწორ გზას ადგას. მოზარდის გარდავალების საქმეზე დაკავებულია 50 წლის ზვიად კოჩუაშვილი, მას იმ ავტოსაგზაო შემთხვევისთვის გაასამართლებენ, რომლის დროსაც გამოძიების ვერსიით, 17 წლის თორნიკე მერებაშივილი დაიღუპა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 4 დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა და სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას, ამჯერად დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართულობით აგრძელებს.
„კონტაქტი არავის მხრიდან არ არის, მარტო მე დავდივარ, ჩემს ადვოკატთან ერთად და ვიძიებ ამ საქმეს. ამიტომ ჩავრთე დამოუკიდებელი ექსპერტი, რომ დავადგინოთ, ნამდვილად გადაუარა მანქანამ, არ გადაუარა, რა მოხდა იქ, სულ ყველაფერი გაირკვევა ამის შემდეგ, მე ასე ვფიქრობ.“-აცხადებს მერაბ მერებაშვილი.
ცნობისთვის, 17 წლის თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბანთან, გარდაცვლი გასული წლის ზაფხულში იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






