„გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების სახელმძღვანელო პრინციპების“ პრეზენტაციაზე ავტორებმა, ჟურნალისტებმა და სტუმრებმა სახელმძღვანელოს აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის მიზანიც მედია კონტენტის შემქმნელების გენდერული მგრძნობელობის გაზრდა და მათ მიერ გენდერულად მგრძნობიარე სიტყვარისა და იმიჯების გამოყენების წახალისებაა.
„გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების სახელმძღვანელო პრინციპები“ განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისა და ორგანიზაციისთვის, ვინც ახალი ამბების გაშუქებითა და მედია კონტენტის შექმნით არის დაკავებული. ეს სახელმძღვანელო პრინციპები ეხება ყველა მედია პროგრამას, მათ შორის ახალი ამბების გაშუქებასა და რეკლამას - რადიოში, ტელევიზიაში, პრესასა თუ ონლაინ მედიაში.
15 ჟურნალისტი სახელმძღვანელოს ავტორთან ,თამარ გურჩიანთან ერთად, ჩართული იყო სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში.
პრეზენტაციას მედიის, აკადემიური სფეროს, ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სახელმძღვანელოები გადაეცემა მედია ორგანიზაციებსა და აკადემიურ სექტორს.
„ მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს მომზადებაში ჟურნალისტების ასეთი აქტიური მონაწილეობა. გენდერულად მგრძნობიარე თემების შესახებ მედიისთვის სახელმძღვანელოს გამოცემა დაგვეხმარება ჟურნალისტებს ზუსტად წარმოვაჩინოთ და სრულად შევცვალოთ გენდერულად სენსიტიური სტერეოტიპები მედიაში “- აღნიშნა „ლიბერალის" ჟურნალისტმა თათია ხალიანმა.
პრეზენტაცია პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ორგანიზებით გაიმართა.
პროექტის შესახებ:
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.
პროექტი ქმნის პლატფორმას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს კომისიასა და დაინტერესებულ მხარეებს, გაეცნონ ექსპერტების გამოცდილებას, რესურსებს და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ.
გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები ასევე არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი.
ევროკავშირის მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში. პროექტი დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის ნირასი შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM.
პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან:
· ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით
· სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა
· ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით
· საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის
პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი
მასალის გამოყენების პირობები






