თსუ-ში უნიკალური საბიბლიოთეკო ერთეულების რესტავრირებული ნიმუშების პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 18:16, 04 Mar, 2019     933

თსუ ბიბლიოთეკის მიერ რესტავრირებული უნიკალური ნიმუშები - რარიტეტული ნაბეჭდი წიგნები, ფერწერული ნიმუშები, ფოტომასალები - სულ 50 ექსპონატი გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათ შორის, საღმრთო და სამღვდელო სახარება (ვახტანგVI-ის სტამბა) 1709 წ; დავითნი (ვახტანგ VI-ის სტამბა - 1709წ.); საღმრთო და სამღვდელო სახარება (1818წ.) და სხვა. თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების ანგარიშ-პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებამ ბოლო წლების განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდა 650 წიგნს, მათ შორის 95 - უნიკალური რარიტეტული გამოცემაა. „რესტავრაციის ლაბორატორია მუშაობს ძველი, რარიტეტული წიგნების აღდგენაზე. ყველაზე ძველი წიგნი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა არის ვახტანგისეული სახარება, ასევე უნიკალური 1709 წელს დაბეჭდილი დავითნი. ძალიან ინტენსიურად იმუშავა ლაბორატორიამ და კარგია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართულნი ამ საქმეში,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე რესტავრაციის განყოფილებამ ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგები წარმოადგინა. „ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმ გაწეული სამუშაოთი, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდა რესტავრატორებმა გასწიეს. აქ არის, როგორც გადარჩენილი უნიკალური უძველესი წიგნები, ასევე ბოლო პერიოდში შემოწირული საბიბლიოთეკო ერთეულები. მათ შორის, უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის მედეა ღამბაშიძის ხელნაწერები, დღიურები, რომელიც შარშან მისმა შვილიშვილმა ჩვენს ბიბლიოთეკას გადმოსცა. ასევე არის ჟურნალები, პერიოდიკა, ნაშრომები და ა.შ.“ - აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგემ ესმა ტყებუჩავამ გამოფენილ ნამუშევრებზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, თსუ ბიბლიოთეკის საცავებში უძვირფასესი მასალა ინახება. „გამოვყოფ რამდენიმე წიგნს: 1709 წლის სახარება, რომელიც ვახტანგ მეექვსეს მიერ დაარსებულ სტამბაში შეიქმნა. ეს სახარება იმ 20 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია, რომელიც ჩვენს საცავებში ინახება. ამ სახარებას აქვს ექვთიმე თაყაიშვილის უმნიშვნელოვანესი მინაწერი, რომელიც გვამცნობს, რომ ეს სახარება ალექსანდრე ბატონიშვილს ეკუთვნოდა. ასევე, მნიშვნელოვანია დავითნი და 1818 წლის სახარება, რომელსაც ჩვენს განყოფილებაში ჩაუტარდა რესტავრაცია,“ - აღნიშნა განყოფილების გამგემ.

რესტავრირებული უნიკალური წიგნების გამოფენა თსუ ბიბლიოთეკაში 2 კვირას გასტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42