ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ამჟამად ეკვადორში იმყოფება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. მადუროს რეჟიმი ოპოზიციის ლიდერს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში პატიმრობით ემუქრება, თუმცა ევროკავშირი მადუროს რეჟიმს ხუან გუაიდოს ხელშეუხებლობის შესახებ აფრთხილებს.
ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ვენესუელის კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს და ხუან გუაიდოს მისამართით გამოთქმული მუქარა, რომელიც მის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობას საფრთხეს შეუქნის, დაძაბულობის ესკალაციას და საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციას გამოიწვევს. ამასტან, აცხადებს მოგერინი, ხუან გუაიდოს, როგორც ეროვნული კრების წევრს კონსტიტუციური იმუნიტეტი იცავს და ეს უფლება სრულად უნდა იყოს დაცული.
მასალის გამოყენების პირობები






