ბიბლუსის გალერეაში მარიამ ადამაშვილის წიგნის “მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში” წარდგენა გაიმართა
საზოგადოება - 13:25, 02 Mar, 2019     1093
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბიბლუსის გალერეაში ჟურნალისტის, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის მარიამ ადამაშვილის წიგნის - „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში (საქართველო 2003–2013)“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას მედიის, პოლიტიკის, სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტები და სტუდენტები დაესწრნენ. მედიისა და პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის წიგნის რეალიზაცია მოხდება ბიბლუსის სხვადასხვა ფილიალში.


ნაშრომი ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებაში პირველი ცდაა გამოკვლეულ იქნას საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, განისაზღვროს მედიის როლი პოლიტიკურად კრიზისული სიტუაციების გაშუქებისას, ასევე დადგინდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე მისი ზეგავლენა. საქართველოში მიმდინარე გარკვეული პროცესები დასავლურ მედიასივრცეში საკმაოდ ვრცლადაა განხილული, თუმცა ეს ნაშრომი ინგლისურენოვანი თუ სხვა უცხოელ ავტორთა შეფასებების თავმოყრისა და კომენტირების პირველი მცდელობაა. ეს არის პირველი კვლევა, თუ როგორ აშუქებდნენ დასავლეთის ბრენდ-მედია ორგანიზაციები 2003-2013 წლებში საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ კრიზისებს წიგნი ასევე ეხება მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების საკითხს, რაც დღემდე სისტემატური და ობიექტური კვლევის საგნად არ ქცეულა საქართველოში. მასში თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით განხილულია ქართული მედიასივრცის პრობლემები და მისი განვითარების ტენდენციები 2003–2013 წლებში. ნაშრომში მნიშვნელოვანია მასმედიის როლის საერთო კონტექსტში განხილვა და არა მისი სეგმენტური შესწავლა, ანუ მედიის კვლევაში სიახლედ უნდა მივიჩნიოთ მედიასივრცის შესწავლა არა თავად მედიის პრიზმით, არამედ პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისითაც.

თანამედროვე სამყაროში დიდი ყურადღება ეთმობა მედიის საკითხების კვლევას მისი განუზომელი როლის გამო. ქართული მედია კი, ამ მხრივ, ყურადღების მიღმა დარჩა, ის სისტემური და ობიექტური კვლევის საგნად დღემდე ვერ იქცა. მონოგრაფია “მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში” სწორედ ამ პრობლემის გამოსწორების დაწყების მცდელობაა.

წიგნის წარდგენა პირველად ლონდონში გაიმართა, სადაც აღნიშნულ ღონისძიებას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიურმა საზოგადოებამ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ნაშრომის წარდგენა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ინგლისში მოღვაწე ჟურნალისტის - გიორგი ლალიაშვილის, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს, ასევე სამეფო აზიური საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები. ლონდონში მაღალი შეფასება მისცეს აღნიშნულ წიგნს და გამოითქვა აზრი, რომ როგორც მაღალპროფესიულად შესრულებული ნაშრომი, იგი უნივერსიტეტებში სადაც მედიას ასწავლიან, დამკვიდრდეს როგორც სასწავლო ლიტერატურა და ასევე ითარგმნოს ინგლისურად და სხვა კლასიკურ ენებზე, რათა მისი გაცნობა ხელმისაწვდომი გახდეს დასავლური მედიის, პოლიტიკისა და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტებისთვის.

მოწვეული სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ მარიამ ადამაშვილი ზუსტად შენიშნავს და გადმოსცემს თავის წიგნში განსხვავებას საქართველოსა და დასავლურ პოლიტიკურ სისტემებს შორის, სადაც მედია ხელისუფლებისთვის უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობის აწყობის საშუალებაა, საქართველოს ტიპის ქვეყნებში კი აგიტაციის, პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42