ანა კობაიძე მედია კონკურსის პარტნიორი კომპანიის Japan Tobacco International (JTI)-ის რჩეულიცაა და ის კომპანიის მხარდაჭერით მაისში გამართულ European Newspaper Congress-ზე გაემგზავრება.
მედია კონკურსის ორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) იყო. კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრება. კონკურსში წარდგენილი ნამუშევრები შეფასდა დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით.
კონკურსი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ჩატარდა, CSRDG აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული მედია ტრენინგები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე. დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორებმა 2019 წლის ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი და მედიისათვის ტრენინგების მომდევნო ციკლი დააანონსეს.
მასალის გამოყენების პირობები






