საწოლს მიჯაჭვულმა 82 წლის მამაკაცმა და მისმა მეუღლემ ჯვარი ჩერნოვეცკის ფონდის დახმარებით დაიწერეს
საზოგადოება - 10:26, 02 Mar, 2019     1078
ჩერნოვეცკის ფონდმა ორგანიზაცია გაუკეთა 82 წლის ბეჟან ჯოხაძისა და 81 წლის კლარა გეგეშიძის ქორწინების კურთხევას, რომლებმაც ოჯახი 40 წლის წინ შექმნეს. ბეჟან ჯოხაძე პროფესიით ენერგეტიკოსია, ხოლო მისი მეუღლე- ტექნოლოგი. მთელი შეგნებული ცხოვრება ისინი მუშაობდნენ წამყვან საწარმოო ორგანიზაციებში, ხელმძღვანელობდნენ მნიშვნელოვან პროექტებს, დაიმსახურეს საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული. მოხდა ისე, რომ შვილები მათ არ ჰყავთ, ხოლო ხანდაზმულობის ჟამს უამრავმა ავადმყოფობამ იჩინა თავი.


ბეჟანმა გადაიტანა ინსულტი, მიჯაჭვულია საწოლს, დაავადებულია კანის ინფექციით, ხოლო მის მეუღლეს აღენიშნება გულის უკმარისობა.

ჩერნოვეცკის ფონდის მედპერსონალი სისტემატურად აკონტროლებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უტარებს სამედიცინო პროცედურებს, ამარაგებს მედიკამენტებით.

„ძალიან დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. ძალიან განვიცდიდი ყოველივე ამას და ახლა ნამდვილად რომ ბედნიერი ვარ“,- გვითხრა ქალბატონმა კლარამ.

„ უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩერნოვეცკის ფონდი ორგანიზებას უკეთებს „შინ მოვლის“ პროგრამის ხანდაზმულ ბენეფიციართა ქორწინების კურთხევას. ბევრი მათგანი საწოლს არის მიჯაჭვული. ამ ადამიანებს არ შესწევთ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი და ვერ დადიან ტაძრებში. მღვდელმსახურები რეგულარულად სტუმრობენ ჩვენს ბენეფიციარებს, აძლევენ მათ ზიარებისა და აღსარების შესაძლებლობას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ეკლესიას შორის კეთილი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოძღვარს მამა თომა ცეცხლაძეს, რომელმაც აკურთხა ჩვენი ბენეფიციარების ქორწინება“, - განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42