დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით EMC-ის იურისტები სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, დეკანოზს ჯანმრთელობის დაცვის უფლება ეზღუდება:
„სწორედ იმის გამო, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამ პირობებში მისთვის სასჯელის მოხდა არის შეუძლებელი და ძალიან რთული. ამიტომ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ გამოყენებული იქნას სასჯელის გადავადების მექანიზმები. ჩვენ ვგეგმავთ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სწორედ ასეთი მოთხოვნით მივმართოთ სასამართლოს,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






