თბილისში, კნოლევის ქუჩაზე გარდაცვლილი 19 და 20 წლის ახალგაზრდები სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე კი სამართალდამცავები მუშაობენ.
გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება გაცხდა.
როგორც ირკვევა, ბინა გაქირავებული იყო.
როგორც „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აცხადებენ, ბინაში ბუნებრივი აირის ღია წვის კამერიანი გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული.
სპეციალისტები უბედური შემთხვევის მიზეზად წინასწარი ინფორმაციით, არასწორად დამონტაჟებულ გამათბობელს „ნიკალა“-ს ასახელებენ.
„ჩვენ წარმომადგენლებს დახვდათ ორი ადამიანი გარდაცვლილი, არასწორდდამონტაჟებული ღია წვის დანადგარი "ნიკალა" გამათბობელი, რომელიც იყო ჩართულ მდგომარეობაში. წინასწარი ვარაუდით არის იმის შესაძლებლობა, რომ იყოს CO, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას,"-განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






