ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
შემთხვევა - 09:33, 28 Feb, 2019     2410
თბილისში, ნაძალადევის რაიონში გაზით 2 ადამიანი გაიგუდა. ბინა, რომელშიც ცხედრები იპოვეს, ნაქირავები იყო. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი.

"წინასწარი ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

გვიან ღამით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ შეტყობინება შევიდა, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი. კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი („ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია, ასევე, სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საცხოვრებელი სახლის მთავარ მრიცხველზე თვითნებურადაა მიერთებული რამდენიმე ქვემრიცხველი. საცხოვრებელის სახლი, სავარაუდოდ, გაქირავებულია.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები. უარი თქვან ღია წვის კამერიან გამაცხელებლებსა და გამათბობლებზე, დაიცვან უსაფრთხოების ელემენტარული წესები, დარეკონ ცხელ ხაზზე და მოითხოვონ საცხოვრებელი სახლების შემოწმება. განსაკუთრებულად ყურადღებით ყოფნას ვთხოვთ ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში მცხოვრებ ადამიანებს“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილის" განცხადებაში.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42