,ქრონიკა" ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებას ასაჯაროებს.
შემტხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. ბრალდებული მკვლელობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ქალის მოკვლა განზრახული არ ჰქონია და ის მხოლოდ თავს იცავდა.
,,სვეტა შემოვიდა ჩემთან და საწოლზე ჩამოჯდა. მითხრა, რომ ჩემთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება სურდა, რაზეც დავთანხმდი. მოგვიანებით ქალი აგრესიული გახდა… მარცხენა სათესლე ჯირკვალზე ვიგრძენი ძლიერი ტკივილი და ვთხოვე, ხელი გაეშვა, მაგრამ პასუხი არ გამცა და გააგრძელა მოჭერა. იძულებული გავხდი, მეცემა… ბრძოლისას ორივენი გადავვარდით იატაკზე. ამ დროს დავინახე თეთრტარიანი დანა, რომლითაც სვეტა თუთიყუშებს უჭრიდა ხილს. ასევე დავინახე, რომ მარჯვენა ხელში ეჭირა ჩემი სხეულიდან გამოგლეჯილი სათესლე ჯირკვალი. ინსტიქტურად ჩავარტყი დანა ყელის არეში” - ამბობს ბრალდებული ჩვენებაში.
მასალის გამოყენების პირობები






