სანკტ პეტერბურგის წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარში საკონცერტო გუნდმა ანდრეი კოზლოვსკის სიმღერა შეასრულა, რომელშიც აშშ-ის დაბომბვაზეა საუბარი. ღონისძიება 23 თებერვლის ღონისძიებას მიეძღვნა.
სიმღერაში ასეთი სიტყვებია „წყალქვეშა ნავი ატომური ძრავით/გადავკვეთე ატლანტიკა და მოვუწოდებ მსროლელს/ ვეუბნები, პეტრობ, პირდაპირ ვაშინგტონზე!"
სიმღერა 80-იან წლებშია დაწერილი, თუმცა როგორც ჩანს აქტუალური პუტინის განცხადებაზე გახდა, პუტინის თქმით, რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში რუსეთი დაუყოვნებლივ უპასუხებს და იარაღს დაუმიზნებს არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც აშშ თავის იარაღს განათავსებს, არამედ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ფედერალური კრების წინაშე რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






