"შემომივარდნენ, დამაგდეს, ერთმა ფეხი დამაჭირა ზურგზე და ერთი კი თავში მირტყამდა"- 14 წლის ბიჭი კერძო დაცვის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს
შემთხვევა - 09:37, 26 Feb, 2019     1654
14 წლის მოზარდის თქმით, მოსკოვის გამზირზე სამართალდამცავებმა სცემეს. მისი თქმით, ორმა პოლიციელმა მას ჯერ თავში ურტყა, შემდეგ კი მათრახი გამოიყენეს.

არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ ადგილზე სხვა ეკიპაჟიც მოვიდა, მათ მოძა;ლადე პოლიციელებმა უთხრეს, რომ მოზარდმა დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო.

მოზარდს დაზიანებები სახის არეში გარეგანი დათვალიერების შედეგადაც ეტყობა.

"პოლიციელები შემომივარდნენ და დამაგდეს ძირს. ერთმა ფეხი დამაჭირა ზურგზე და ერთი კი თავში მირტყამდა. მათრახი ეჭირა ხელში. ბევრნი, რომ მოვიდნენ ამაყენა და უთხრა, რომ წაიქცაო. იქ ჩემი სისხლი ესხა. ექსპერტები, რომ მოვიდნენ, ყველაფერი გააკეთეს და გადამიყვანეს განყოფილებაში, განყოფილებიდან კი გამომიშვეს მერე სახლში,"-აცხადებს არასრულწლოვანი.

ფაქტის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც განმარტავენ, რომ მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში ქურდობის ფაქტი მოხდა, რაც იქვე მდებარე ობიექტის კერძო დაცვის თანამშრომლებმა შენიშნეს. გაირკვა, რომ არასრულწლოვანს მიმალვისას ობიექტის კერძო დაცვის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყეს, ხოლო ცემის ფაქტზე 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42