ერთ-ერთი ვერსიით, კადრები თავად არასრულწლოვანმა გოგონამ გაავრცელა, რომელშიც თავადვე ფიგურირებს. მეორე ვერსიით კი, კადრები ფარულად მესამე პირმა გადაიღო, რომელმაც შემდეგ facebook-ზე, იმ ჯგუფში გაავრცელა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან. ვიდეოკადრებში მონაწილე ორივე არასრულწლოვანი სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს.
ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს სამართალდამცველებთან ერთად სოციალური სამსახურიც სწავლობს. უწყების ინფორმაციით, ისინი გეგმავენ არასრულწლოვნების მშობლებთან შეხვედრას და გასაუბრებას და საჭიროების შემთხვევაში საქმეში ფსიქოლოგის ჩართვასაც:
„დამიკავშირდა იურისტი, გვითხრა, რომ არის ფაქტი ორი არასრულწლოვნის ვიდეო დაიდო ინტერნეტში. ასევე, ამ ვიდეოს გაეცნენ სხვა ბავშვებიც და ამ ფაქტთან დაკავშირებით, მივედით მე და სოციალური მუშაკი, აღმოჩნდა, რომ რაღაც ვიდეო არსებობს... დავგეგმეთ, რომ შევხვდეთ ორივე ბავშვის ოჯახებს, გავესაუბროთ, საჭიროების შემთხვევაში ჩავრთავთ ფსიქოლოგს და ასევე, სკოლამ აღგვითქვა თანამშრომლობაზე თანხმობა. არის თვითდამკვიდრების მცდელობა, ამიტომ, რა თქმა უნდა, საჭიროა მუშაობა, მიზეზების გამოკვლევა და ამ მიზეზებთან დაკავშირებით მუშაობა არასრულწლოვანთან.“ - განაცხადა სოცსააგენტოს თანამშრომელმა, ნინო ცეცხლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






