თსუ-ში ხვალ საერთაშორისო კონფერენცია ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში გაიმართება
საზოგადოება - 15:12, 25 Feb, 2019     791

26 თებერვალს, 09.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყება საერთაშორისო კონფერენცია ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია, ქართველი და უცხოელი პროფესორები დაესწრებიან.

10-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე მეცნიერი მონაწილეობს ევროპული სამეცნიერო საკვლევი ინფრასტრუქტურული პროექტის კონფერენციაში, რომლის ძირითადი დანიშნულებაა კვლევები ზღვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კოლაბორაციას „კილომეტრ კუბური ნეიტრინოს ტელესკოპს“ (KM3NeT) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წელს გაფორმდა.

თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი და KM3NeT ერთობლივ კვლევებს აწარმოებენ ატრონაწილაკების ფიზიკის სფეროში, კერძოდ ნეიტრინოს ფიზიკაში კილომეტრ კუბური ნეიტრინოს ტელესკოპის დანადგარზე. KM3NeT საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა 15 ქვეყნის სამეცნიერო კვლევით ცენტრებს და უნივერსიტეტებს აერთიანებს, მათ შორის გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი KM3NeT თანამშრომლობას 2017 წელს შეუერთდა.

KM3NeT თანამშრომლობის ძირითადი ამოცანაა ხმელთაშუა ზღვაში, კერძოდ იტალიის, საფრანგეთის და საბერძნეთის სანაპიროებიდან 40-100 კმ-ს დაშორებით შექმნას ევროპული საკვლევი ინფრასტრუქტურა, რომლის ძირითადი ელემენტები ნეიტრინული დეტექტორები იქნებიან. საკვლევი ინფრასტუქტურის საშუალებით გათვალისწინებულია კვლევები ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში და ინტერდისციპლინარული კვლევები, მაგალითად ზღვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში. კვლევებში თსუ მეცნიერებთან ერთად სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

კვლევებს ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში გამორჩეული ადგილი უჭირავს თანამედროვე ბუნებისმეტყველებაში. ნეიტრინოები ერთადერთ ფუნდამენტურ ნაწილაკებს წარმოადგენენ, რომელთა თვისებები ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელში ბოლომდე არ არის გარკვეული. ნეიტრინოების ასტროფიზიკას შეუძლია ისეთ კითხვებზე გაგვცეს პასუხი, თუ სად და როგორ ხდება კოსმოსური სხივების აჩქარება, თუ როგორ ხდება ზეახალი ვარსკვლავის წარმოქმნა და რას წარმოადგენს ბნელი (უხილავი) მატერია. კვლევებმა ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში 4-ჯერ, 1988, 1995, 2002 და 2015 წლებში სამეცნიერო საზოგადოების უმაღლესი ჯილდო, ნობელის პრემია დაიმსახურა.

კონფერენცია 1 მარტს დასრულდება. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42