მოლდოვაში ახალ პარლამენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა. მოსახლეობამ დეპუტატები 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ. არჩევნები პირველად იმართება შერეული სისტემით. 50 კანდიდატი პარლამენტში პარტიული სიებით, 51 კი მაჟორიტარული სისტემით მოხვდება. ამასთანავე, არ არის დაწესებული ელექტორატის აქტივობის ქვედა ზღვარი.
არჩევნების მნიშვნელობას ისიც ამძაფრებს, რომ მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, გამარეჯვებული პარტია ქვეყნის მთავრობასაც აყალიბებს, რაც საბოლოდ ქვეყნის პოლიტიკუს კურსს განსაზღვრავს - მმართველი დემოკრატიული პარტია და მემარჯვენეთა ოპოზიციური ბლოკი მოსახლეობას პროდასვლური კურსის გაგრძელებას და ევრო-ინტეგრაციას პირდებიან, ხოლო მეორე მხარეს კი პრორუსული ძალაა.
კვლევების თანახმად, სოციალისტურ პარტიას, რომელიც მოსკოვთან მჭიდრო კავშირების დამყარებაზე და მოლდოვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






