თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ორიგინალური სტენდით წარსდგა
საზოგადოება - 16:37, 22 Feb, 2019     1029

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ორიგინალური სტენდით წარსდგა. ღონისძიების გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორებ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

გამოფენის სტუმრები თსუ სტენდთან უნივერსიტეტის ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, სტუდენტთა სპორტული და კულტურული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეცნობიან.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს 200-ზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. „თსუ-ს ბევრ უნივერსიტეტთან აქვს ერთობლივი პროექტები. რაც მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს, ევროპის უნივერსიტეტებში მობილობას, და საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, დასაქმებას,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

„მსგავსი გამოფენები აბიტურიენტებს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ახალგაზრდები, რომლებიც ჩამოყალიბებული არ არიან კონკრეტულად რა მიმართულებით სურთ პროფესიული კარიერის გაგრძელება, ასეთი გამოფენები საშუალებას აძლევს მათ გაეცნონ სხვადასხვა უნივერსიტეტებს, პროფესიებს და ამის შემდეგ გადაწყვიტონ, რა არჩევანი უნდა გააკეთონ წლის ბოლოს. პირადად მე, მსგავსი ღონისძიებების ხშირი სტუმარი ვარ,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

გამოფენის მსვლელობისას თსუ პროფესორებმა თეიმურაზ გოგსაძემ და თამარ გაგოშიძემ საჯარო ლექციები წაიკითხეს.

თსუ არის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში /U.S.News&World Report-ის 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირება/, 2017 წელი - 359-ე ადგილი; თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში – Times Higher Education World University Rankings 2019 - მოხვდა; შანხაის დარგობრივ რანჟირებებში თსუ-ს ფიზიკის მიმართულება N151-200 პოზიციაზეა და პირველია რეგიონში; პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში 2018-2020 სასწავლო წლებში ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული იმ სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობით, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას; თსუ-ს ჰყავს 200-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტი მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში; უნივერსიტეტში მოქმედებს 21 უცხოენოვანი პროგრამა – საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და ერთსაფეხურიანი; 22000 სტუდენტი (მათ შორის 600-ზე მეტი უცხოეთის მოქალაქე) სწავლობს 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე; 8 მილიონი წიგნი და 22 მილიონზე მეტი გამოგონება/პატენტი ინახება თსუ ბიბლიოთეკებში; სტუდენტებსა და პროფესორებს აქვთ წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებსა და რესურსებზე; თსუ-ში ფუნქციონირებს თანამედროვე სასწავლო სივრცეები – 16 კვლევითი ინსტიტუტი, 85-მდე სასწავლო ლაბორატორია. მათ შორის: ფაბლაბი, SMART-Lab, SMART|ATMOSIM-Lab, BLOOMBERG ლაბორატორია, სან დიეგოს უნივერსიტეტის მიერ მოდერნიზებული ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები, მულტიმედია ცენტრი, არქეოლოგიური საველე ბაზა გრაკლიან გორაზე, სახვითი ხელოვნების სტუდია და სხვა; თსუ სტუდენტებს აქტიური სტუდენტური, კულტურული და სპორტული ცხოვრების შესაძლებლობა აქვთ; 2017-2018 წლებში 1,4 მილიონ ლარით დაფინანსდა სტუდენტური პროექტები; თსუ-ს აქვს თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი; უნივერსიტეტს ჰყავს 300 000-ზე მეტი კურსდამთავრებული.

ტრადიციულად, თსუ ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია საქართველოში პირველი არჩევანის მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42