"ინფორმაცია, რომ პაციენტს მიეწოდება უხარისხო სამედიცინო მომსახურება და სცემეს ეგვიპტის მოქალაქე სიცრუეა"- ქირურგიის ეროვნულ ცენტრი
საზოგადოება - 18:22, 20 Feb, 2019     1336
ქირურგიის ეროვნული ცენტრი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ეგვიპტის მოქალაქეს დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც "ნიუპოსტს" კლინიკაში განუცხადეს, ინფორმაცია, რომლის მიხედვით პაციენტს მიეწოდება უხარისხო სამედიცინო მომსახურებადა სცემეს ეგვიპტის მოქალაქე ვაგდია ელკორაიეს, არ შეესაბამება სინამდვილეს დაწარმოადგენს სიცრუეს.

"გვსურს განცხადებით გამოვეხმაუროთ ინტერნეტ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეგვიპტის მოქალაქის – ვაგდია ელკორაიეს თითქოს–და ცემის და მისი მამისათვის უხარისხო სამედიცინო მომსახურების მიწოდების ფაქტთან დაკავშირებით.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაგდია ელკორაიეს მამა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, როგორც მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან იქნა გადმოყვანილი უმძიმესი სამედიცინო ჩვენებით – გულ–სისხლძარღვთა და სუნთქვის ორგანოთა მძიმე ქრონიკული პათოლოგიის გამწვავებით, პოლიორგანული უკმარისობით, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პაციენტის მოთავსების დღიდან, ყველა პროტოკოლის დაცვით, სამედიცინო დაწესებულება აკეთებს ყველაფერს პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

ინფორმაცია, რომლის მიხედვით პაციენტს მიეწოდება უხარისხო სამედიცინო მომსახურება და სცემეს ეგვიპტის მოქალაქე ვაგდია ელკორაიეს, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სიცრუეს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ხსენებული პირი გამოირჩევა აგრესიულობით, არ ემორჩილება სამედიცინო დაწესებულებაში ქცევის წესებს, მათ შორის უნებართვოდ იჭრება რეანიმაციულ განყოფილებაში და საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც საკუთარი მამის, ასევე ხსენებულ განყოფილებაში მოთავსებული ორი ათეული უმძიმესი პაციენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შეურაცხყოფას აყენებს სამედიცინო პერსონალს, ძალადობით გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა მიმართ.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით პაციენტს სამედიცინო დაწესებულების წინაშე ერიცხება სოლიდური დავალიანება, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს მასზედ, რომ ვაგდია ელკორაიეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას ხსენებული დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან თავის ასარიდებლად, რომლის ბოლო გამოვლინებაც გახლდათ გუშინდელი ფაქტი, როდესაც ვაგდია ელკორაიე და მისი ოჯახის წევრი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შესვლის შემდეგ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწყობდნენ დებოშს, შეურაცხყოფდნენ სამედიცინო პერსონალს, რისთვისაც დროულად იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

საკითხის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს. ასევე, საკითხს სწავლობს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, რომელსაც წერილობით უკვე წარვუდგინეთ საკუთარი მოსაზრებები. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და საკითხის შესწავლის შედეგებს.

სამედიცინო დაწესებულება მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს საკუთარი ინტერესების დასაცავად, მათ შორის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით"- აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42