"ხანდაზმული ქალი ქალიშვილმა უსინდისოდ მიატოვა" - 87 წლის ქალი, რომელიც საწოლსაა მიჯაჭვული საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 12:11, 20 Feb, 2019     1792

87-წლის კლარა ორეხოვსკაია პრაქტიკულად პარალიზებულია. ეს ხანდაზმული ქალბატონი საწოლს არის მიჯაჭვული, მას უამრავი დაავადება აწუხებს, ძალიან დასუსტებულია, უკანკალებს ხელები, უჭირს საუბარი, ხოლო ასთმური მოვლენები კიდევ უფრო ართულებს მის ისედაც სავალალო მდგომარეობას.

იგი ცხოვრობს ნახევრად დანგრეულ შენობაში, უკიდურესად დუხჭირ პირობებში და სრულ მარტოობაში. რამდენიმე წლის წინ მან ინსულტი გადაიტანა, მოგვიანებით კი ოთახში დაეცა და მოიტეხა თეძო. ამან საბოლოოდ „გაანადგურა“ ეს ხანდაზმული ადამიანი და სასოწარკვეთაში ჩააგდო.

კლარა ორეხოვსკაია მთელი ცხოვრება მუშაობდა დაწყებითი განათლების სისტემაში, კოლეგების და აღსაზრდელების მხრიდან ყოველთვის სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა, თუმცა ხანდაზმულობის ჟამს იგი მარტოობაში აღმოჩნდა.

ეს ხანდაზმული ქალი ქალიშვილმა უსინდისოდ მიატოვა, უარი სთქვა მის მოვლაზე და მოხუცი ქალი ლუკმა-პურის გარეშე დატოვა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა მისი ტკივილი, არის დისშვილი პავლე, რომელსაც ჩვენ გავესაუბრეთ:

-ხშირად ნახულობთ დეიდას?

პავლე: დავდივარ შეძლებისდაგვარად, რადგან ვმუშაობ და ყოველთვის ვერ ვიცლი. როდესაც მოვდივარ, მომაქვს მისთვის საკვები პროდუქტები, მოვუმზადებ ფაფას, გამოვხვეტავ, გავესაუბრები... მე თავად მიჭირს მატერიალურად და ვერ მომაქვს მისთვის წამლები. მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომლის ექთანი ხშირად მოდის აქ და უვლის დეიდას, ამარაგებს წამლებით. რომ არა თქვენ, ეს ქალი ცოცხალი არ იქნებოდა.

-ჩვენს გარდა ვინმე ეხმარება მას?

პავლე: სამწუხაროდ, მეტი არავინ ეხმარება. ჩერნოვეცკის ფონდის ჩარევის შემდეგ, დეიდაჩემი ოთხ თვეში ერთხელ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის მედიკამენტებს იღებს. ეს არის და ეს... რჩება პენსია, რომელიც კომუნალურ გადასახადებს და ელემენტარულ საკვებს ხმარდება.

-ყველაზე მეტად რასთან დაკავშირებით განიცდის თქვენი დეიდა?

-ძალიან განიცდის ქალიშვილთან ურთიერთობას, ლოცულობს მასზე, მის კეთილდღეობაზე, მზადაა აპატიოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

მეგობრებო, კლარა ორეხოვსკაია საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს. მოდით, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი, ვანუგეშოთ და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშებზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კლარა ორეხოვსკაია) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42