შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ახალი წევრები შეემატა
საზოგადოება - 10:45, 20 Feb, 2019     1142

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის მეცნიერების დაფინანსების ძირითადი და წამყვანი ეროვნული ორანიზაცია. ფონდი აქტიურად არის ჩართული მეცნიერების რეფორმირების პროცესში. ფონდისთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო სამეცნიერო წეებთან თანამშრომლობა. ამ მიზნით, ფონდში შექმნილია საერთაშრისო საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც მსოფლიოშ ცნობილი მეცნიერები არიან გაერთიანებული.

2019 წლის თებერვალში ფონდმა გამოიყენა წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილება და საბჭოს შემადგენლობა გაზარდა თერთმეტ წევრამდე. არსებული მდგომარეობით საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ როჯერ ქაშმორი - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ყოფილი დირექტორი (გაერთიანებული სამეფო), ნილ მაკფარლეინი - ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშრისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი (გაერთიანებული სამეფო), მარტ საარმა - ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ყოფილი ვიცე-რეზიდენტი (ფინეთი), მზექალა შანიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი (საქართველო), მელიტა კოვაჩევიჩი - ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი (ხორვატია), ზაალ კოკაია - ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, პროფესორი (შვედეთი).

ფონდის საერთაშრისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას დაემატა ახალი წევრები: ტიციანო კამპორესი - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის CMS ექსპერიმენტის ხელმძღვანელი (შვეიცარია), ლუდოვიკო პორტეკორვო - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის ATLAS-ის ექსპერიმენტის ტექნიკური კოორდინატორი (შვეიცარია), სატოში მიჰარა - იაპონიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია - KEK-ის ნაწილაკებისა და ატომების შემსწავლელი ინსტიტუტის სრული პროფესორი (იაპონია), მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, გია დვალი - მიუნჰენისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორი, მიუნჰენის მაქს პლანკის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (აშშ, გერმანია).

საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო განახლებული შემადგენლობით შეიკრიბება მიმდინარე წლის 21 თებერვალს და განიხილავს ფონდის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრატეგიულ საკითხებს და საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის გაძლიერების საკითხებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42