"მამამისის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა... უნდოდა საავადმყოფოსთვის ეჩივლა"- ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეგვიპტის მოქალაქეს სცემეს
შემთხვევა - 10:18, 20 Feb, 2019     7740

”ეგვიპტის მოქალაქეს, ვაგდია ელკორაეის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სცემეს” – ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ელკორაეის უფლებების დამცველმა თამარ მჭედლიშვილვილმა მიაწოდა, რომელიც თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად ამჟამად პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფება.

მჭედლიშვილის თქმით, ვაგდია ელკორაეის მამა ალი ელი ელკორაეი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობდა, თუმცა პაციენტის ოჯახი ჩიოდა, რომ მას ყურადღებას არ აქცევდნენ.

“დღეს ვაგდია ელკორაეიმ მამამისის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა. აიღო ეს მტკიცებულებები (ბინტი და სხვა მასალები) და გამოჰქონდა პალატიდან, რომ საავადმყოფოსთვის ეჩივლა. გამოედევნენ დაცვის თანამშრომლები და საავადმყოფოს ტერიტორიაზევე, ლიფტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, – განაცხადა თამარ მჭედლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვაგდია ელკორაეიმ საპატრულო პოლიციას მიმართა და გამოძიება უკვე დაიწყო სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან კონფლიქტში მონაწილე პირები, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ქირურგიის ეროვნულ ცენტრსაც, სადაც გვითხრეს, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან, კომენტარი გააკეთონ, თავად დაგვიკავშირდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42