მოდის ინდუსტრიის ლეგენდარული დიზაინერი, რომელიც ყველაზე გავლენიანად ითვლებოდა, კარლ ლაგერფელდი 85 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.
ლაგერფელდი იყო Fendi-სა და Chanel-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
1965 წლიდან ხელმძღვანელობდა ფენდის, 1983 წლიდან – შანელს.
წელს 1982 წლის შემდეგ პირველად, „შანელის“ ჩვენებამ ლეგენდარული კარლ ლაგერფელდის გარეშე ჩაიარა.
პარიზი „შანელის“ 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა და როდესაც ჩვენების დასასრულს ყველა კარლ ლაგერფელდის გამოჩენეას ელოდა, ის არ გამოჩნდა. 1982 წლის შემდეგ პირველად, ლაგერფელდს ჩვენება არ დაუხურავს.
როგორც გაირკვა, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერი თავს ცუდად გრძნობდა.
ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი მის წარმომადგენელს არ გაუკეთებია, თუმცა „ვოგმა“ მისი ქმნილებების არქივის ამოწევა დაიწყო, შედეგად ყველა მიხვდა, რომ ლეგენდარულ დიზაინერს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ლეგენდარული დიზაინერი უკანასკნელი ნამშევარი - Chanel-ის კოლექცია.
„მოდის სამყარო მეფის გარეშე დარჩა“ - ასე აფასებენ დიზაინერის გარდაცვალებას მისი მეგობრები.
მასალის გამოყენების პირობები






