დავით სერგეენკომ თვითმფრინავის ბორტზე ირანელი ქალი გადაარჩინა
საზოგადოება - 13:37, 19 Feb, 2019     3514
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თვითმფრინავის ბორტზე ირანის მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინა.

ქართული მედიის ცნობით, შემ­თხვე­ვა რამდენიმე კვირის წინ ლაინერის ბორტზე მოხდა, რომელიც ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის ავიარეისს ასრულებდა. მა­შინ მი­ნის­ტრი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მი­ტი­დან სამშობლოში ბრუნ­დე­ბო­და.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევაში მცხოვრებმა ირანელმა ფრენის დროს შეუძლოდ იგრძნო თავი. სერგეენკომ ქალს დახმარება აღმოუჩინა და ფრენის დასრულებამდე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად აკონტროლებდა.

ირა­ნელ­მა ქალ­მა ქართველ მინისტრს მად­ლო­ბის წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა.

„პა­ტივ­ცე­მუ­ლო სერ­გე­ენ­კო, გწერთ რათა გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმ დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის რე­ი­სით ფრე­ნის დროს გა­მო­ი­ჩი­ნეთ ჩემს მი­მართ. მსგავ­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და გუ­ლის­ხმი­ე­რი დახ­მა­რე­ბა ბორტზე არა­სო­დეს მი­მი­ღია. თქვენ მე სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქეთ! კი­დევ ერთხელ გიხ­დით მად­ლო­ბას დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის და იმედს ვი­ტო­ვებ, კვლავ შევ­ხვდე­ბით და გა­გაც­ნობთ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს", - წერს ირა­ნე­ლი ქალი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრი უცნობ ადამიანებს დახმარებას უწევს.

2013 წლის სექტემბერში სერგეენკო ავიაშოუზე მიდიოდა, როდესაც დაინახა მოსკოვის გამზირზე თუ როგორ დაეჯახა ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ქვეითს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაშავებული დენის ახმედოვი აღმოჩნდა. თვითმხილველების თქმით, სერგეენკო „სასწრაფო დახმარების“ მისვლას არ დაელოდა და დაშავებულს საკუთარი, პიერ კარდენის ფირმის ჰალსტუხით თავად გადაუხვია ფეხი და სისხლდენა შეუჩერა. მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა, დახმარების დროულად აღმოჩენის წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

დღეისთვის პიერ კარდენის ჰალსტუხი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ორგანიზაციის ჯილდოებისა და მედლების გვერდით ინახება.

წყარო: Sputnik-georgia.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42