გორელმა სპორტსმენმა რობერტ მშვიდობაძემ პუტინთან ერთად ივარჯიშა - ფოტო
საზოგადოება - 11:45, 19 Feb, 2019     7525
ორენბურგის ოლქის ძიუდოს ფედერაცია აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე, წარმოშობით გორელი სპორტსმენი, რობერტ მშვიდობაძე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთადაა გადაღებული.

ფედერაციის ინფორმაციით, რობერტ მშვიდობაძე სოჭში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და გერმანიაში გასამგზავრებლად ემზადება. 22-24 თებერვალს გაიმართება დიუსელდორფის გრანდ სლემი, სადაც მშვიდობაძე რუსეთის სახელით 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან, ორენბურგელ რობერტ მშვიდობაძესთან ერთად“ - ასე ასათაურებს ორენბურგის ძიუდოს ფედერაცია საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

როგორც ამ პოსტიდან ირკვევა, ვლადიმერ პუტინი ძიუდოისტების წვრთნას დაესწრო და თვითონაც მათთან ერთად ივარჯიშა.

29 წლის რობერტ მშვიდობაძემ კარიერა გორის ძიუდოს სკოლაში დაიწყო, თუმცა რუსეთში ადრეულ ეტაპზევე წავიდა. მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის სახელით იასპარეზა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. რობერტ მშვიდობაძე არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონატების მრავალგზის ბრინჯაოს მედალოსანი, რუსეთში მიღებული აქვს სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება.

წყარო: Qartli.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42