საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი III)
საზოგადოება - 12:54, 18 Feb, 2019     1674
იმ ამბებში, რაც კომპანიაარსსგადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორიააღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსედღესარსი” 30 წლისაა.

როდესაც კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამდა, არქიტექტორი, „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი, რუსეთში გადიოდა სამხედრო სამსახურს. შემორჩენილია წერილი, რომელშიც ირაკლის მეგობრები სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ:

როსტიკ!

როგორ ხარ? გწერ სამსახურიდან (კადეტთა კორპუსიდან), უკვე მოვეწყვეთ, ვმუშაობთ, ვაკეთებთ ამ კადეტთა კორპუსს, უნდა გადავაკეთოთ რუსთაველის საზოგადოებისთვის. შეგიძლია, აწი გვწერო საერთო წერილები. იმიტომ, რომ ყოველ დღე ვხვდებით აქ. ცოტა ხშირად გვწერე, არაფერი არ მოგივა. 25 თებერვალს თბილისში იქნება სამგლოვიარო (სატრაურო) მიტინგი, მიძღვნილი საქართველოს გასაბჭოებისადმი. აბა! შენ კიდევ ემსახურები მანდ სატანას. დაადე მაგათ და წამოდი.

ეხლა კარგ რამეს გეტყვი. შენ თუ მანდ გაჩითავ ფორმების ან ტყავების კარგ პონტს, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვიდეთ არყებით და ფულით, ოღონდ ჩამოსვლა უნდა ღირდეს. გაჩითე მანდ და თუ რამე ნახე, მომწერე დაწვრილებით. ველით შენს წერილებს.

გაგა. 18. 02. 89.


ირაკლი როსტომაშვილი, არქიტექტორი, არსის დამფუძნებელი:

სახალისო წერილებს მწერდნენ. ერთ წინადადებას ერთი წერდა, მეორეს მეორე და ა.შ. მიგზავნიდნენ ჩვენი ობიექტების ფოტოებს. ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქქალაქმშენის სახპროექტში, ერთ სახელოსნოში, გვერქვა „მზიურის“ ჯგუფი. გია აბულაძე იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი, ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. მანამდე იყვნენ გია აბულაძე, ირაკლი მასხარაშვილი და ბიძინა ჩიგოგიძე. მერე ჩვენ მივედით, მე, გაგა კიკნაძე, მალხაზ კვესელავა, ზურა ლოლაშვილი, ლევან მუშკუდიანი, გიორგი ინასარიძე და შეიქმნა დიდი ჯგუფი.

პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1983 წლს დავამთავრე, 1988 წლის აგვისტოში კი სრულიად მოულოდნელად, დღემდე აუხსნელი მიზეზით, გამიწვიეს შეიარაღებულ ძალებში ოფიცერად. ორწლიანი ვადა იყო. ვინ არ ჩაერია, თენგიზ აბულაძე, ზურაბ წერეთელი, გურამ მირიანაშვილი, არაფერმა არ მიშველა, სვერდლოვსკში ამოვყავი თავი.

აქედან რომ წავედი, გაქანებული საბჭოთა კავშირი იყო, ტროლეიბუსის ბილეთი 4 კაპიკი ღირდა, კომკავშირის ცეკაში თათბირებზე დავდიოდით, „მზიურს“ კომკავშირის ცეკა პატრონობდა, რადგან საბავშვო ქალაქად იყო ჩაფიქრებული. იქ ვარ და აქედან წერილებში რაღაც არაფორმელებს, მიტინგებს ახსენებენ. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეს არაფორმალები, რატომ ტარდება მიტინგები. მე ერთი მიტინგი ვიცოდი, ზუსტად 10 წლის წინ, მეათე კლასში რომ ვიყავი, 14 აპრილს სკოლიდან გამოვიქეცით და რუსთაველზე დავდექით. მერე მომწერეს, რომ გადავწყვიტეთ, კოოპერატივი გავაკეთოთო. ჩემთვის მაგიდა უკვე გამზადებული ჰქონდათ. მოვახერხე და 9 თვეში ჩამოვედი. ჩამოვედი და მოვხვდი სულ სხვა ქვეყანაში.

ვიყავით არქიტექტორული სტუდია. ვიღებდით შეკვეთას, ვაკეთებდით პროექტებს. იცვლებოდა გემოვნება, ახალი მაღაზიები, ოფისები, სპორტული მოედნები ჩნდებოდა, ბევრი რამ გავაკეთეთ. მერე სახელმწიფომ რუსთაველის საზოგადოებას გამოუყო ფული და საპროექტო სამუშაოებში ჩავერთეთ. ის შენობა იყო ყოფილი კადეტთა კოპუსი, ყაზარმა. გრძელი კორიდორი და ჩამწკრივებული ოთახები, ბოლოში კი საერთო ტუალეტი. იქ მოგვცეს ერთი დიდი ოთახი. გვერდით ოთახებში იყვნენ ახლადშექმნილი პარტიები. იქ გაუთავებლად მიდი-მოდიოდნენ ვიღაც გაუგებარი ტიპები, ყაყანებდნენ. ზუსტად ჩვენ ქვემოთ პროსპექტზე კი ბარიკადები ჰქონდათ აგებული და მიტინგები იმართებოდა. რაღაც ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს. მათთან სულ დავიდარაბაში ვიყავი.

მოვედი ერთხელ, გავაჩერე ჩემი „ნივა“ და ვხედავ, ჩვენი სადაბაზოს კართან სამი კაცი დგას და შარდავს. თან ერთს სამფეროვანი დროშა უჭირავს. დავუწყე ყვირილი, რას შვრებით, რა არის, ვინ ხართ? ისინიც შემეპასუხნენ და დაიწყო ჩხუბი. მოკლედ, წავართვი ის დროშა, თანაც სულ ის ხის ტარი ვურტყი. ისინი გაიქცნენ, დროშა ჩვენს ოთახში ამოვიტანე. დავხედეთ და ტარზე ეწერა, რა „ბრძოლები“ ჰქონდა გადატანილი: 9 აპრილი, იპოდრომი და კიდევ რაღაც. დიდხანს მქონდა შენახული ეს ნადავლი.

ტელეფონის დადგმა ხომ დიდი ფუფუნება იყო, ძალიან ჭირდა. აღმასკომში ვიჩალიჩეთ, მოგვცეს ნომერი და დავდგით. შემოდიოდნენ და რეკავდნენ. მერე ძალიან აურია ამ ტელეფონმა, ავიღებდით ყურმილს და გამუდმებით ვიღაც ლაპარაკობდა, გავედი დერეფანში, გავყევი ხაზს და ვნახე, თავიანთ ოთახში შეუყვანიათ და აპარატი მიუერთებიათ. ამაზეც დავცხე.

ჩემი და არაფორმალების დაპირისპირება შემდეგაც გაგრძელდა. რაღაც წვალებით ვიშოვეთ ერთი მანქანა ბლოკი მარნეულის რაიონში. მანქანას ხილიანზე უნდა მოეტანა ბლოკი. ველოდები, ველოდები. მობილურები ხომ არ იყო, ქაღალდის ნაგლეჯზე მაქვს მანქანის ნომერი ჩაწერილი. არ მოვიდა და გამწარებული ამოვედი რუსთაველზე, ოფისში. რას ვხედავ, ეს მანქანა სანაპიროზე დაუჭერიათ არაფორმალებს და ჩვენი ბლოკი რუსთაველზე ბარიკადებზე დაუყრევინებიათ.

მოკლედ, საბჭოთა კავშირიდან წავედი და ერთ წელიწადში ასეთ გარემოში დავბრუნდი. „არსი“ 1989 წლიდან – დღეს, 18 თებერვალს კომპანიას 30 წელი შეუსრულდა. “არსის” 30–წლიან ისტორიას სტატიების სერიაში მოგითხრობთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42