"კარი გაიღო და ბიჭი გადმოვარდა, გოგონა კი ბოლომდე ჩაიყოლა ხრამში" - საზარელი ავარია ვალენტინობას, რომელსაც 19 წლის გოგო ემსხვერპლა
საზოგადოება - 12:28, 18 Feb, 2019     3664

ჩაქვში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვტომანქანა ხრამში გადავარდა, დაიღუპა 19 წლის თამარ ართმელიძე, რომელიც ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში ცხოვრობდა. გოგონა ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი იყო. ის, საქმროსთან ერთად, ავტომანქანით მტირალას მთიდან ბრუნდებოდა. შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა. ახლობლების თქმით, მათ ვალენტინობა აღნიშნეს ერთად.

სასწაულად გადაურჩა სიკვდილს გოგონას საქმრო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანამ მიმართულება მოულოდნელად შეიცვალა და დაახლოებით, 200 მეტრიან ხრამში გადაიჩეხა.

სიცოცხლით სავსე და ლამაზ გოგონას მთელი სოფელი გლოვობს. თამარ ართმელიძის ახლობელი კვირის პალიტრასთან ყვება:

– ჭკვიანი, მოსიყვარულე და ლამაზი გოგო იყო ჩვენი თამარი. ასეთი სრულყოფილი ადამიანი იშვიათია – გარეგნობითაც შემკული და საუკეთესო ადამიანური თვისებებითაც.

თამარს მართლაც კარგი ბიჭი უყვარდა. ორი წლის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები, დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. ამ საბედისწერო დღეს კი ვალენტონობა მეგობრებთან ერთად აღნიშნეს მტირალას მთაზე, რესტორანში. იქ მთელი სამეგობრო იყო, თუმცა ძალიან გვიან არ დაშლილან. კატასტროფა რომ მოხდა, ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო…

როგორც ჩანს, ვარდინასას მანქანის კარი გაიღო, ბიჭი გადმოვარდა და ხევის შუა ნაწილში, სადაღაც გაიჩხირა. ამიტომაც მიუსწრეს მას გზაზე გამვლელებმა ცოცხალს, ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმც კი, კვლავაც მძიემდ არის, ბათუმიდან თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, იმედი მაქვს, კარგად იქნება, ისედაც ასეთი ტრავმა მიიღო, საყვარელი ადამინის დაკარგვა მთელი ცხოვრება დიდ ტვირთად გაჰყვება…

საუბედუროდ, რაც მოხდა, იმას ვერაფერი გამოასწორებს. რაც შეეხება თამარს, გოგონა ბოლომდე ჩაიყოლა მანქანამ ხევში. იქ კი მდინარეა, რომელშიც მანქანა ჩავარდა. სავარაუდოდ, თამარი საბოლოოდ ამ მდინარის წყალმა დაახრჩო. შეიძლება მას ძალა აღარ ეყო, რომ ღვედი გაეხსნა ან გონება ჰქონდა დაკარგული და იმიტომ ვერ მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა, თორემ, როგორც ამბობენ, ვარდნისას მძიმე ტრავმები არ ჰქონდა მიღებული და შეიძლება გადარჩენილიყო კიდეც, თუნდაც მშველელს დროულად რომ მიესწრო. თამარს ძალიან კარგი მშობლები და უმცროსი და-ძმა ჰყავს.

წყარო: "კვირის პალიტრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42