პოლიციამ ფაქტის გამოძიება დაიწყო და ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს.
ტაძრის წინამძღვარმა ნიკოლას პაპადოპულოსმა აღნიშნულ შემთხვევას სულელური საქციელი უწოდა.
„ეს შეურაცხყოფას აყენებს იმ ტრაგედიას და ზარალს, რაც სოლსბერის მოსახლეობამ განიცადა ნერვო-პარალიტური ნივთიერებით უპრეცედენტო თავდასხმის შედეგად.“- განაცხადა სასულიერო პირმა.
დიდი ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ კი მომხდარს კარგად მომზადებული პროვოკაცია უწოდა. მათი თქმით, ეს ქმედება ემსახურება იმას, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ იქნეს ასოციორებული სოლსბერში მომხდარ ტრაგედიასთან.
შეგახსენებთ, 2018 წლის 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი ზემძლავრი ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ გამოყენებით მოწამლეს. დასავლეთის ქვეყნები რუსეთის დაზვერვის ყოფილ ორმაგ ჯაშუშზე ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას პუტინის რეჟიმს აკისრებენ.





მასალის გამოყენების პირობები






