ადგილობრივები "ახალ კვირასთან" შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა გულგრილობაზე საუბრობენ.
„როცა ჩამოვედი „პატიეზდში“ და კარზე დავაკაკუნე, ბავშვმა დამიძახა, გიორგი, მიშველეო. 112-იც და პატრულიც მოსული იყო. რეაგირება არ ჰქონდათ არაფერი. იდგნენ ჩვეულებრივ. ჩვენი მოვალეობა არის, რომ ფანჯარა გავაღოთო. ან კარები გავაღოთ, რომ თქვენ შეხვიდეთო. მეტი რეაგირება არაფერი იყო. რეაგირება რომ არ იყო, ფანჯრიდან შევედი. ეს პიროვნება დანით ხელში დამხვდა, თვითონაც სისხლში იყო ამოსვრილი. გამოვასწარი, ჩემსკენაც გამოიწია. რომ გადმოვხტი, თვითონაც მოვიდა ფანჯარასთან, გადმოხტა და მაშინ დააკავეს"- აცხადებს თვითმხილველი გიორგი ასანიძე.
მისი თქმით, სამართალდამცავებს მოუწოდებდნენ, რომ რეაგირება მოეხდინათ, თუმცა უშედეგოდ.
"გაოცებულები იდგნენ. არაფერი უთქვამთ, ჩვენი მოვალეობა ფანჯრის ან კარების გაღევბააო"- აცხადებს ის.
მოკლულის მეზობლების თქმით, პოლიციას ეუბნებოდნენ, რომ "ბავშვი არაადექვატურ პიროვნებას ჰყავდა ჩაკეტილი".
"კაციშვილი არ განძრეულა. მოლაპარაკებებს იწყებდნენ თუ არა, არ ვიცი, რომ გადმოიხედა და ხელები სისხლიანი ჰქონდა, მაშინ დაიწყეს ფართხალი და მოძრაობა"- აღნიშნავს კიდევ ერთი მეზობელი.
„ახალი კვირის“ სკანდალური რეპორტაჟის გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ მკვლელობის საქმეზე საპატრულო ეკიპაჟის ქმედებების შესწავლა დაიწყო.
უწყებაში არაფერს ამბობენ, რატომ არ შევიდნენ პოლიციელები ბინაში თუნდაც იგივე ფანჯრიდან, საიდანაც შესვლა მოქალაქე გიორგი ასანიძემ მოახერხა.
საქართველოს კანონში პოლიციელთა შესახებ კი ვკითხულობთ:
მუხლი 17. პოლიციის უფლებამოსილებანი:
1. პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი
სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; გადაუდებელი ზომების მიღება პირის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი
საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ“.
მასალის გამოყენების პირობები






