13 წლის ბიჭის მკვლელობა - ბრალდებულის სახლში ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
საზოგადოება - 10:55, 17 Feb, 2019     2198

რუსთავში სასტიკად ნაწამები 13 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძის საცხოვრებელ სახლში ფსიქოტროპული მედიკამენტები იქნა აღმოჩენილი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ბრალდებულს მკვლელობამდე 2 კვირით ადრე მძიმე დეპრესია ჰქონდა, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და მკურნალობას ითხოვდა. ვალერის მეგობრები პირად საუბრებში აღნიშნავენ რომ ბოლო 10 დღე ის სახლიდან საერთოდ არ გამოდიოდა, მისი ძმისშვილისგან კი იცოდნენ რომ მამაკაცს ჰალუცინაციები დაეწყო და ხშირად აღნიშნავდა, რომ მას უთვალთვალებენ, რის გამოც ყველას სათანადოდ გაუსწორდება.

მკვლელობის წინა დღეს მან საკუთარი მამა ცემა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებთან საუბარში მან განაცხადა რომ წაიქცა და თავი იატაკს დაარტყა. ბინაში დაბრუნებულ მამას შვილი ისევ აგრესიული დახვდა, რის გამოც მან რძალს სთხოვა სახლიდან წასულიყვნენ და მცირეწლოვანი ბავშვიც წაეყვანათ.

იქიდან გამომდინარე რომ მამა-შვილს კონფლიქტი ჰქონდათ 13 წლის ბიჭმა სახლში დარჩენა ამჯობინა და უთქვამს რომ, ვთხოვ და იქნებ ჩემი ხათრით პაპას ფიზიკურად აღარ გაუსწორდესო. ვალერის მეგობრები აშნიშნავენ რომ ბიძას და ძმის შვილს განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი, ბრალდებული მას შვილად მიიჩნევდა.

მეზობლების ინფორმაციით მკვლელობის დღეს ვალერის სავარაუდოდ ფსიქოტროპული აბები ჰქონდა მიღებული, ერთერთი მეგობარისთვის მას უთქვამს რომ ერთი ფირფიტა მთლიანად დავლიეო. მეგობრებმა ასევე გაარკვიეს რომ ბრალდებული წამლებს სააფთიაქო ქსელში ექიმის ცნობის დახმარებით ხშირად ყიდულობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42