სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიის ბაგა ბარებში ცხენის ხორცი აღმოაჩინა, აღნიშნულს სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორი ადასტურებს:
„ხშირად ვთანამშრომლობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. საეჭვოდ იქნა მიჩნეული აღნიშნული ხორცი, ვიზუალურად არც ერთს პრეტენზია არ გამოუტქვამს, არც მზარეულებს, არც მმართველებს, რომ რაღაც საეჭვოდ მიეჩნიათ, მაგრამ სურსათმა გადაწყვიტა, რომ ამოეღო ა ლაბორატორიულად გაესინჯა დნმ ცხენის იყო თუ საქონლის, დადასტურებული იქნა, რომ ხორიც არის ცხენის დნმ-ის. იმ წამსვე მოხდა რეაგირება, შევწყვიტეთ კონტრაქტი შპს ელენიკოსთან, რომელიც იყო გამარჯვებული კომპანია და ვინც გვამარაგებდა ხორცის პროდუქტით“, - განაცხადა ხათუნა გაგუამ.
არსებული ინფორმაციით შპს ელენიკო 20 ათასი ლარით დაჯარიმდა.
არსებულ ვითარებაზე კომენტარი სამტრედიის მერმაც გააკეთა:
„ვირის ხორცი არ ყოფილა, ტყუილია. მაგრამ ოქტომბრის თვეში ჩვენ დააფიქსირეთ ცხენის ხორცის არსებობა და ვინც იყო გამარჯვებული ტენდერში, იმას ხელშეკრულება გავუუქმეთ და დავაჯარიმეთ,“ - განაცხადა ვალერიან ფოცხვერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






