ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელისთვის 24-წლიან პატიმრობას ითხოვს. თუ სასამართლო მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ეს 69 წლის მანაფორტისთვის ფაქტიურად სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობა იქნება.
რობერტ მიულერი ორ წელია, რაც ტრამპის გუნდის რუსეთთან შესაძლო კავშირებსა და სავარაუდო გარიგებების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს. მანაფორტს სხვა საქმეებთან ერთად, მრავალმილიონიან ფინანსურ თაღლითობაში ადანაშაულებენ.
FBI-ინ პოლ მანაფორტს და მის საქმიან პარტნიორს რიკ გეითს ბრალი 12 პუნქტში წაუყენა, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში.
2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებენ როგორც კონგრესში, ისე გამოძიების ფედერალურ ბიუროში. სპეცპროკურორი მიულერი ერთადერთია, რომელსაც ბრალის წაყენების უფლებამოსილება გააჩნია.
მასალის გამოყენების პირობები






