„ბავშვებს პურიც სანატრელი აქვთ“ - შათირიშვილების ოჯახი საზოგადოების დახმარებას საჭიროებს
საზოგადოება - 11:22, 16 Feb, 2019     1050

დათო, თამრიკო და თორნიკე სრულ სიღარიბეში ცხოვრობენ. ეს უკანასკნელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, თუმცა შათირიშვილების ოჯახში ისეთი დუხჭირი მატერიალური მდგომარეობაა, რომ ბავშვებს ხანდახან პურიც სანატრელი აქვთ.

გარდა იმისა, რომ ბავშვებს არ გააჩნიათ ნორმალური საკვები, ისინი მეტად მოუწყობელ გარემოში ცხოვრობენ. 300 ლარის ოდენობის სოციალური დახმარება არ იძლება საჭირო მედიკამენტების, ახალი ტანსაცმლის, საოჯახო ნივთების შეძენის საშუალებას. მთელი ოჯახი შეყუჟულია დაუმთავრებელი სახლის ერთ ციცქნა ოთახში, სადაც არ არის წყალი, გაზი, ავეჯი, მაცივარი...

ოთახში მათ ხელნაკეთი ღუმელი უდგათ, რომლითაც თბებიან. იმ შემთხვევაში თუ მამამ ტყიდან ფიჩხის მოტანა ვერ შესძლო, მათ გაყინულ ოთახში მოუწევთ ძილი. სამწუხაროდ, ოჯახის უფროსი შრომისუუნაროა, მას კუჭის ძლიერი ტკივილი აწუხებს, ხოლო გამოკვლევის და მითუმეტეს მკურნალობის სახსრები ოჯახს არ გააჩნია.

ორი მორყეული საწოლი, პატარა მაგიდა და რამდენიმე სკამი - ეს არის შათირიშვილების ოჯახის მთელი ავლადიდება. ეს ადამიანები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან და თუ ასე გაგრძელდა, კატასტროფა გარდუვალია.

ჩვენ ვესაუბრეთ 3 შვილის დედას ესმა შათირიშვილს:

- ესმა, როგორ აღმოჩნდით ასეთ რთულ ვითარებაში?

ესმა: ყოველთვის ვოცნებობდი დიდ და ლამაზ ოჯახზე. როდესაც გავთხოვდი, თავს ბედნიერად ვგრძნობდი, განსაკუთრებით პირველი შვილი დაბადების შემდეგ. ჩემმა ქმარმა ვერა და ვერ იშოვა სამსახური, მტვირთავადაც კი ვერ მოეწყო. საბედნიეროდ, მამამთილი გვეხმარებოდა ყველანაირად და ცხოვრებაც თავისი რიტმით მიდიოდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის დაბადების შემდეგ კი უაღრესად გართულდა ვითარება. მეუღლემ იმდენი ინერვიულა, რომ კუჭის წყლული განუვითარდა. ახლა იგი შრომისუუნაროა, გამართულადაც ვერ დადის, ხშირად სტკივა კუჭი...

-ყველაზე მეტად რომელი პრობლემა აწუხებს თქვენს ოჯახს?

ესმა: ეს არის შიმშილის პრობლემა. სოციალური დახმარების თანხით ფქვილს ვყიდულობთ, რადგან მაღაზიაში იგი ძვირია... ხოდა თავად ვაცხობ პურს. ეს არის ჩვენი საუზმეც, სადილიც და ვახშამიც.

- მედიკამენტების ფულს სად შოულობთ?

ესმა: ბაბუა გვაძლებს მის პენსიას. ამ თანხით ვყიდულობთ ელემენტარულ წამლებს, ხოლო ბავშვის თუ მეუღლის მკურნალობას ძალიან დიდი თანხა სჭირდება. ეს ჩვენთვის მიუწვდომელია.

- თბილი ტანსაცმელი ბავშვებს აქვთ ?

ესმა: ძველმანებში დადიან, დახეულ ტანსაცმელში. ამის გამო ხშირად ცივდებიან, ახველებენ, სიცხე აქვთ...

- ვინმე გეხმარებათ?

ესმა: არავინ გვეხმარება. დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ დაინტერესდით ჩვენი ოჯახით. გფარავდეთ უფალი! მჯერა, რომ თქვენი მეშვეობით კეთილი ადამიანები დახმარებას გაუწევენ ჩემს შვილებს...

ჩვენ ბავშვებსაც გავესაუბრეთ:

- ბავშვებო, ყველაზე მეტად რა გინდათ ახლა?

დათო (6 წლის): მე მინდა მანქანა, მაგრამ არავინ მჩუქნის... ბაბუას მოაქვს ხანდახან სათამაშოები, ქუჩაში პოულობს. მე ძალიან მიყვარს ჩემი ბაბუ, ყოველთვის მეთამაშება.

თორნიკე (5 წლის): მე ახლა მინდა პური...

დათო: ჩანთა მინდა კიდევ და ფეხსაცმელი, რომელშიც წყალი არ შედის...

მეგობრებო, შათირიშვილების სამშვილიანი ოჯახი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარების ხელი! ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ მათ მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ დათოს, თირნიკეს და თამრიკოს უყურადრებოდ. გფარავდეთ უფალი!

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიში: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შათირიშვილების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42