ბიჭი, რომელსაც ყველა ფერი უყვარს - 128-ე სკოლაში 7 წლის მხატვრის, გეგა მესხის ნახატების გამოფენა გაიმართა (ფოტოები)
საზოგადოება - 19:10, 15 Feb, 2019     4854
პატარა გეგა მესხისთვის დღეს გამორჩეული დღე იყო. მან თავისი მე-7 დაბადების დღე გამორჩეულად აღნიშნა, სკოლაში მისი ნახატების გამოფენა გაიმართა. თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გეგას სხვადასხვა ასაკში შექმნილი ნახატები.


გეგა ხატვით 2 წლის ასაკიდან დაინტერესდა, 4 წლისამ კი უშანგი ლონდარიძის სამხატვრო სახელოსნოში დაიწყო სწავლა. სწორედ მასწავლებლის დახმარებით მოხვდა გეგას ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე და სიგელებიც დაიმსახურა.

2018 წელს გამომცემლობა „ლომარმა“ წიგნი „ნიჭიერი თაობა“ გამოსცა, სადაც გეგას ნამუშევრებიც შევიდა.

„ნიუპოსტი“ გამოფენას დაესწრო და პატარა მხატვართან გასაუბრებაც შეძლო. კითხვას, რომელი ფერი უყვარს ყველაზე მეტად, გეგა ჭეშმარიტი მხატვარივით პასუხობს და ამბობს, რომ ყველა.

გეგას თქმით, ყველაზე მეტად ზღვის პეიზაჟების ხატვა უყვარს, თან „გემები რომ არიან ზღვაში“ ისეთის.

პატარა მხატვარი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, სამაგიეროდ ხელოვნებაზე და მოსწავლეებზე საუბარი არ ბეზრდება მის ხატვის მასწავლებელს.

უშანგი ლონდარიძე უკვე 8 ათეულ წელსაა გადაცილებული და ამ წლების განმავლობაში, მან არაერთ ადამიანს შეაყვარა ხელოვნება და თუ ყველა მხატვრად არ ჩამოყალიბდა, ხელოვნების დამფასებლები ნამდვილად არიან.

„ყველა ადამიანმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, ჩემი საქმეა აღზრდა, მთავარია ბავშვი ადამიანად აღზარდო, დაეხმარო განვითარებაში, შეაყვარო სამშობლო და ხელოვნება, მერე ის მხატვარი გახდება, მწერალი, მუსიკოსი თუ ფილოსოფოსი მისი საქმეა. ბავშვის ტვინი სუფთა და წკრიალაა და მას სწორი ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბო.“- აღნიშნა უშანგი ლონდარიძემ.

გეგას გამოფენას მისი სკოლის მეგობრები, ბაღისა და სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ. გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა პატარა მხატვარს სამახსოვრო რვეულში სურვილებიც ჩაუწერეს და წარმატებები უსურვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42