კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, ვაშლოვანის, სანაპიროს, ზანდუკელის, ბარნოვის, ძმები კაკაბაძეების და გურიის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის და ხორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის დასახლების, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის და ფერმწერთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის, ლილოს დასახლების, იუმაშევის, ორახელაშვილის, ქიზიყის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, კალოუბნის, შუამთის და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, შენგელიას და მარკ ბრონშტეინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






