"ოთახში შევედი და ბავშვის გვერდით საწოლზე მამაკაცი დავინახე..." - 8 წლის გოგონაზე გარყვნილ ქმედებაში სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა
საზოგადოება - 14:37, 15 Feb, 2019     7262

8 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება მშობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

გოგონას დედის განცხადებით, შემთხვევა 2 თებერვალს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა. დედა აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა და გოგონას კი იქ ხშირად ტოვებდა. მას შემდეგ, რაც სასტუმროში გარყვნილი ქმედების ორ საეჭვო ფაქტს თავად შეესწრო, ეჭვი საკუთარ შვილთან ჩადენილ იგივე ქმედებაზეც მიიტანა. 8 წლის გოგონა გამოკითხვის შემდეგ კი დარწმუნდა და დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა.

"ბავშვმა აღიარა და თქვა, რასაც ვეჭვობდი. თავდაპირველად ბავშვი მემალებოდა და განმარტოვდა, თავს მარიდებდა. ერთხელ დავაფიქსირე, რომ ოთახში შევედი და ბავშვის გვერდით საწოლზე ვნახე ეს მამაკაცი და განვუცხადე, რა უნდოდა ჩემი შვილის გვერდით. დავინახე ბავშვთან მიახლოებული იყო და ხელის უცებ გამოწევამ დამაეჭვა. ბავშვს რეაქცია არ ჰქონდა, მამაკაცს ვუთხარი ოთახი დაეტოვებინა. ბავშვს ეუბნებოდა, რომ არ ეთქვა. მყავდა ფსიქოლოგთან და ჩართულია ყველა მხარე მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვ მამაკაცის დასჯას",- აცხადებს 8 წლის გოგონას დედა.

გარყვნილ ქმედებაში სავარაუდო დამნაშავე 30 წლის მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. იგი ამ დრომდე სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ. საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო და სახალხო დამცველის აპარატი. უწყებები ფსიქოლოგისა და ექსპერტიზის დაკვენის შემდეგ მიიღებენ შეაბამის გადაწყვეტილებებს.

აჭარაში, 8 წლის გოგოზე გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

წყარო: PrimeTime.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42