სასულიერო სემინარიიდან თეოლოგი გოჩა ბარნოვი გაათავისუფლეს, აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ დღეს მიიღო. თავად თეოლოგისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
გოჩა ბარნოვის თქმით, ის პოზიციას არ შეიცვლის. თეოლოგი არ გამორიცხავს სახალხო დამცველთან ერთად უფლებების დასაცავად სასამართლოსაც მიმართოს.
„ამ გადაწყვეტილებით ცალსახად გამოჩნდა ერთი რამ, რასაც ვამბობდი, უბრალოდ მათ, როგორც ჩანს ძალიან არ ესიამოვნათ ის პრობლემები,რა პრობლემებიც მე ზოგადად სასულიერო აკადემიასთან მიმართებაში და სამეცნიერო საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით დავწერე. რექტორი ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით მოითხოვდა პატიების თხოვნას , რაც რა თქმა უნდა ვერ მიიღო. მე რაც დავწერე ეს არის პრობლემები, რომელიც პრობლემებად რჩება, მათ მაის აღიარება არ უნდათ.
არ გამოვრიცხავ, მივმართო სახალხო დამცველს და სასამართლოსაც, რომ დავიცვა ჩემი უფლებები,“-ამბობს გოჩა ბარნოვი.
მასალის გამოყენების პირობები






