საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი II)
საზოგადოება - 13:36, 14 Feb, 2019     1300

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსგადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსეარსი 30 წლისაა.

კომპანია „არსის“ პირველი ნაბიჯების შესახებ მისი ერთ–ერთი დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე მოგვითხრობს.

სწრაფად იცვლებოდა გარემო. კაკო ბაქრაძე გამოდის, აგინებს კომუნისტებს და არავინ არ დასდევს დასაჭერად. ნოდარ ნათაძეც ხან ქუჩაშია, ხან ტრიბუნაზე. უამრავი ლოზუნგი და მოწოდება ისმის. ჯერ 88 წელია.

ერთხელაც, სოსო ცისკარიშვილი მეუბნება: იქმნება რუსთაველის საზოგადოება და აძლევენ კარგ შენობას, მაგრამ ძალიან სარეკონსტრუქციოა და თქვენ ხომ არ მოჰკიდებთ ხელსო? ეს იყო რუსთაველის N 27, კადეტთა კორპუსის ყოფილი შენობა. შიგნით იყო „კომუნალკა“, თითო ოთახი - თითო ოჯახს, საერთო ტუალეტი, სამზარეულოები დერეფანში. საშინელი მდგომარეობაა.

ვუთხარი, რა თქმა უნდა, მოვკიდებთ-მეთქი. სოსოსთან ეს ლაპარაკი იქამდე მივიდა, რომ შეიქმნა რუსთაველის საზოგადოებასთან არსებული არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივი „მზიური“. ეს სახელი ავირჩიეთ, რადგან ჩვენმა ჯგუფმა მანამდე „მზიური“ გააკეთა და საამაყოდ მიიჩნეოდა.

თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს დროებითი სახელი იყო, მაგრამ გვინდოდა, ამით ჩვენი ვინაობა, ისტორია, ჩვენი შესაძლებლობა და გემოვნებაც კი გვეჩვენებინა.

ვიყავით 7 კაცი, მე - ხელმძღვანელი. ზოგს გვჯეროდა, ზოგს არ გვჯეროდა, ხან ვჭოჭმანობდით, ხან იმედიანად ვიყავით. ვიცით, რუსთაველის საზოგადოება რომ დაარსდება, იმ შენობის რეკონსტრუქციის პროექტი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. დავდიოდით რუსთაველის საზოგადოების კრებებზე, იქ ძალიან ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი გავიცანით.

მოკლედ, უკვე რუსთაველის საზოგადოებასთან ვიყავით და რუსთაველის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა “ივერთბანკი”. მაშინ ბანკის დაარსებას, თუ არ ვცდები, 500 დოლარი სჭირდებოდა. ეს იყო პირველი კომერციული ბანკი, თანაც რუსთაველის პროსპექტზე, რუსთაველის საზოგადოების მფარველობით. დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მერე ვითხოვე, იქნებ რამე ოთახი მოგვცეთ, რომ ჩვენც აქ ვიმუშაოთ-მეთქი. მოგვცეს ოთახი, ოპერის მხარეს, მაგრამ სხვა შენობიდან უნდა შევსულიყავით და ჩვენს „ოფისამდე“ კომუნალური ბინის დერეფანი გაგვევლო. გვქონდა დიდი, 60 კვ.მ. ოთახი, ექვსი მეტრი ჭერი, ოთხი მეტრი სიმაღლის კარი. ავეჯი არ იდგა.

შენობის რეკონსტრუქციის პროექტზე სერიოზული მუშაობა დავიწყეთ. მერე გვკითხეს, ეს სამუშაო რა ეღირებაო? თითქოს არაფერი, მარტივი და ბუნებრივი კითხვაა, მაგრამ ჩვენთვის ახალი გამოცდა იყო. „გიპროგორში“ ამ საკითხებს სხვები წყვეტდნენ, აქ კი ჩვენი პასუხისმგებლობა გახდა. ასე თუ ისე, რაღაცაზე ჩამოვყალიბდით, შევთანხმდით. ფინანსები ანდრო კოტეტიშვილს, კოტიკას ვეძახდით, ჩავაბარეთ, ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა და უფრო მეტი - ფულის გვეშინოდა. კოტიკამ იკითხა, რამის შეძენა ხომ არ გინდათო? ვუთხარით, მაგიდები არა გვაქვს, არც სკამები. ვიანგარიშეთ მაგიდების თანხა და ხელფასი. კოტიკა წავიდა ბანკში ხელფასს მოგიტანთო. ეს დიდი სტრესი იყო. ვიფიქრე, ახლა მოვლენ და თუ არ დაგვიჭერენ, ყველას გაგვყრიან, გვეტყვიან, მორჩა კინო, დაუბრუნდით ნორმალურ ცხოვრებას!

აი, ასეთი განწყობა მქონდა. მოვიდა კოტიკა, ხელფასი 300-300 მანეთი დაგვირიგა. ბოლოს ჩემი ხელფასი „გიპროგორში“ იყო 180 მანეთი. მაგიდებისთვისაც მოგვცა ფული. თავისუფლად წავედით გამოფენაზე, თავისუფლად ვიყიდეთ დაფები, თუმცა არჩევანი დიდი არ იყო, თავისუფლად მოვიტანეთ. აი, ასე შემოდიოდა ახალი ცხოვრება. შიშებიდან ვძვრებოდით. საინტერესო იყო, ჩვენც ვერკევეოდით, სხვებიც ერკვეოდნენ, ვსწავლობდით.

მოკლედ, სამუშაო გარემო მოვაწყვეთ. პირველ ეტაპზე იქ ვისხედით გაგა კიკნაძე, მიკა ყრუაშვილი, ლევან მუშკუდიანი და მე. ირაკლი როსტომაშვილი ჯარში იყო და მერე ჩამოვიდა.

როცა ადგილებს და მაგიდებს ვანაწილებდით, ყველაზე კარგი მაგიდა და ყველაზე კარგი ადგილი ირაკლის შევუნახეთ, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამოვიდა და გამოაცხადა, ყველაზე ცუდი მე შემხვდაო და გადაალაგა ყველაფერი...

„არსი“ 1989 წლიდან – 18 თებერვალს კომპანიას 30 წელი უსრულდება. “არსის” 30–წლიან ისტორიას სტატიების სერიაში მოგითხრობთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42