საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო არასრულწლოვანს მამამ ქონება წაართვა
საზოგადოება - 11:41, 14 Feb, 2019     2260

7 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების სარჩელი, რომლითაც ყადაღა დაედო იმ ქონებას, რომელიც მამამ სექსუალური ორიენტაციის გამო, თავის შვილს მოტყუებით წაართვა.

სასამართლო გაეცნო “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების წარდგენილ შუამდგომლობას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია რომ ყადაღის გამოუყენებლობა გააძნელებდა, ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევდა სადავო ან დარღვეული უფლების განხორციელების შეუძლებლობას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

საქმე შეეხება უძრავ ქონებას, რომელიც ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს, გ.ფ-ს 5 წლის წინ აჩუქა. მას შემდეგ, რაც გაიგეს გ.ფ-ს სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ეს ქონება მამამ – კ.ფ-მ, ბაბუამ და მამიდამ ერთი წლის წინ ჯერ გადააფორმეს ისევ ბაბუის სახელზე, შემდეგ კი მამიდაზე.

კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა. აღსანიშნავია ის, რომ მამის ეს ქმედება განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით – მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს.

„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებმა სწორედ ეს გარემოება მიუთითეს სარჩელში, რომ მოპასუხე მხარემ, დისკრიმინაციული მოტივით გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული ზომა, რათა არასრულწლოვანი გ.ფ დაეტოვებინა საკუთრების და თავშესაფრის გარეშე.

შვილის სახელზე აღრიცხული ქონების გაჩუქებამდე, მამა შვილზე ძალადობდა სისტემატურად: კვირაში ორჯერ, ან სამჯერ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოძალადე მამა 2018 წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სარჩელის წარდგენაც იქნებოდა მაპროვოცირებელი და შეეცდებოდნენ მაქსიმალურად შეშლოდა ხელი გ.ფ-ს დარღვეული უფლების აღდგენას.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების მიზანია, რომ გ.ფ-მ აღიდგინოს დარღვეული უფლება და დაიბრუნოს ქონება, რომელიც მისი საკუთრება იყო.

თუ თქვენი უფლებები ირღვევა თანასწორობის მოძრაობა მზადაა, რომ უფასოდ იურიდიული მომსახურება გაგიწიოთ და თქვენი ინტერესები დაიცვას.

წყარო: "თანასწორობის მოძრაობა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42