აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც 6 შვილს მარტო ზრდის საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:18, 14 Feb, 2019     1218
ლალა ცინდელიანი 6 შვილთან ერთად ბარაკის ტიპის სახლში ცხოვრობს. მრავალშვილიანი ოჯახი სიცივეს და შიმშილს ერთობლივი ძალისხმევით ებრძვის. ბავშვებს არ გააჩნიათ თბილი ტანსაცმელი აქვთ, რის გამოც სკოლას ხშირად აცდენენ.

„ჩვენ არ ვნებდებით, მაგრამ აღარც ბრძოლის ძალა შეგვრჩა. ამ შენობაში ცხოვრება ძალიან საშიშია, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს. ყოველ საღამოს ერთმანეთის გვერდით დავდგამთ საწოლებს, ყველა ერთად ვიძინებთ, ერთმანეთს ვეხუტებით, რომ როგორმე ერთმანეთი გავათბოთ. მართალია, სახლში გვაქვს შეშის ღუმელი, მაგრამ ცეცხლი რაღაცით ხომ უნდა დავანთო? შეშის ყიდვის საშუალება მე არ გამაჩნია“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ლალა ცინდელიანი. ჩვენ მას რამდენიმე შეკითხვით მოვმართეთ:

- რა დაემართა თქვენს მეუღლეს?

ლალა: ჩემი ქმარი ბრწყინვალე ადამიანი იყო. მას ძალიან უყვარდა ოჯახი... სამწუხაროდ, ორი წლის წინ უგზო იგი უგზოუკვლოდ დაიკარგა. მის ადგილსამყოფელს ვერც ადგილობრივმა პოლიციამ მიაგნო და ვერც ინტერპოლმა.

- დახმარებისთვის სახელმწიფო ორგანოებისთვის თუ მიგიმართავთ?

ლალა: დიახ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. აფხაზეთის ომის შემდეგ დმანისის მუნიციპალიტეტს მიგვამაგრეს. შემდეგ სახლის მფლობელები, სადაც ჩვენ ვიყავით მიწერილნი, დაიღუპნენ. ვეღარაფრით ამოვეწერეთ. ამის გამო თბილისის მერია უარს გვეუბნება დახმარებაზე. იმასაც კი ვერ მივაღწიე, რომ უფასო სასადილოში ვიაროთ.

- რა სჭირდება თქვენს შვილებს ყველაზე მეტად?

ლალა: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი... ოჯახში თითქმის არ გვაქვს ავეჯი, უფროს ბავშვებს იატაკზე სძინავთ...შესაბამისად, გვჭირდება საწოლებიც. შეშის საყიდელი ფული არ გვაქვს, გვჭირდება ელექტროღუმელი, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები შეშაზე. გვჭირდება მაცივარი...

გადარჩენისთვის ცინდელიანების ოჯახს დახმარება და ჩვენი თანადგომა ესაჭიროება.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშებზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ცინდელიანის ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42