გურიაში კაცს მგელმა დაზღვეული ძროხა შეუჭამა, სადაზღვევო კომპანიამ კი ძვლების 70%-ი მოსთხოვა
საზოგადოება - 19:56, 13 Feb, 2019     8749

იტყუებიან თუ არა სადაზღვევო კომპანიები და ბანკები? უცნაური შემთხვევა, რომელმაც დაზარალებულს ლექსიც დააწერინა.


შემთხვევა, რომელზეც "გურიის მოამბესთან" თავად დაზარალებულმა ისაუბრა, 4 დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოხდა. ერთ-ერთ ადგილობრივს დ.ბ-ს მგელმა ტყეში ძროხა შეუჭამა. მტაცებლისგან დაგლეჯილი საქონელი გურიის სოფლებში ბოლო თვეების განმავლობაში არ ახალია, თუმცა ის, რაც დაზარალებულს შემდეგ სადაზღვევო კომპანიასა და ბანკთან შეემთხვა, ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ მოსახლეობა მათი ტყუილების მსხვერპლი უაზრო მოტივებით ხდება.


დაზარალებული გვიყვება, რომ მას ძროხა, რომელიც მგელმა შეუჭამა დაზღვეული ჰყვადა და ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია "ალდაგს" ყოველთვიურად 6 ლარს უხდიდა.


დ.ბ სავარაუდოდ პოლისი "ჭრელა"-თი სარგებლობდა, რომელიც შინაურ ცხოველებს აზღვევს.


აქედან გამომდინარე, მან სადაზღვევოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა, სადაზღვევო კომპანიამ კი სანაცვლოდ, არც მეტი არც ნაკლები დაგლეჯილი ძროხის ძვლების 70%-ი. მეპატრონემ ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაგლეჯილ საქონელს ტყეში მიაკვლია, თუმცა პრობლემა ახლა უკვე ბანკში შეიქმნა, რომელიც უმტკიცებს, რომ ხელშეკრულებას ვადა გასული ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხას მ,აინც ახდევინებდნენ: "ალდაგმა" ჯერ მითხრა ძვლების 70%-ი თუ არ მოიტანე, ისე არ ავანაზღაურებთ ზარალსო. ორი დღე ტყეში მაძებნინეს ძვლები. თავი იყო ძროხის და კიდე რაღაც ნაწილი დარჩენილი, ეს რომ ვუთხარი კარგი, დანარჩენ საკითხებზე მოვილაპარაკებთო. ასეთი არაფერი გამიგია, მგელს და ტურას ხელშეკრულებას ხომ არ დავუდებდი წინასწარ, ძროხას თუ შემიჭამ, ძვლები დამიტოვე, დაზღვევას სჭირდება-მეთქი?


გამაგზავნეს "კრედოში" სადაც ვიხდიდი ყოველთვიურად დაზღვევის თანხას. ბანკში მითხრეს ხელშეკრულებას ვადა აგვისტოს შემდეგ ამოწურული აქვსო. წარმოგიდგენიათ? თანხას მახდევინებდნენ ყოველთვიურად, არც ის უთქვამთ, რომ ხელშეკრულებას გავაგრძელებდი თუ არა. დავრჩი ასე მოტყუებული. გამოდის, რომ გასული წლის აგვისტოს თვიდან მოყოლებული ყოველთვიურად ვიხდიდი 6 ლარს, მაგრამ რაში, არავინ არ იცის. მე ხომ ჩემი დამემართა, მაგრამ, სხვასაც რომ იგივე არ მოუვიდეს, ამიტომ მინდა ეს ინფორმაცია დაიწეროს. სხვათა შორის, ამ კომიკურმა ამბავმა ლექსიც დამაწერინა:


თუკი გადენი საქონელს ტყეში

თქვენც უნდა მიყვეთ ნელ-ნელა ჩირგვში

იქ უნდა ნახოთ მგელი და ტურა

და ესაუბროთ მათ მეგობრულად.

რამდენიც გინდათ თქვენ ჭამეთ ხორცი,

მე უნდა დამრჩეს საქონლის ჩონჩხი.

და თუ კი ძვალიც წაიღო ტურამ,

დაზღვევა მრჩება მაშინ მე ტყულად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42