"მაგთი" მუდმივად ცდილობს ხელთ იგდოს ძალაუფლება და არ შეამციროს ტარიფები, ამით კი მომხმარებლებს აზარალებს" - გიორგი კაპანაძე
საზოგადოება - 16:23, 13 Feb, 2019     1244

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე „პირველთან“ მაგთიკომის სატარიფო პოლიტიკაზე საუბრობს.

მისი თქმით, „მაგთი“ არასოლიდარულია თავისი მომხმარებლების მიმართ და მუდმივად ცდილობს, ბაზარზე ძალაუფლება ხელთ იგდოს.

„მაგთი“ მობილური ინტერნეტის და სატარიფო პოლიტიკის მხრივ ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის და ზოგადად, „მაგთიკომს“ ახასიათებს არცთუ ისე სოლიდარული დამოკიდებულება თავისი მომხმარებლების მიმართ.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც მობილური ოპერატორების ბაზარზე გამოჩნდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული იგი მუდმივად ცდილობს, რომ ხელთ იგდოს ძალაუფლება ბაზარზე და ამის პარალელურად არასოდროს არ შეამციროს ტარიფები, პირიქით – მაქსიმალური მოგება მიიღოს, რითაც, უპირველესად, აზარალებს მომხმარებლებს.

რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, „მაგთიკომი“ ახლაც კარგად გრძნობს თავის ძალაუფლებას, გარდა იმისა, რომ მობილურ ბაზარზე ყველაზე დიდი წილი უკავია, ასევე აკონტროლებს ინტერნეტ ტელევიზიების დიდ ნაწილს. ფაქტობრივად, კონკურენცია არ არსებობს ბაზარზე და ამან გამოიწვია ის შედეგები, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში მუდმივად გვესმის, რომ მაგთიკომი აპირებს ტარიფების გაზრდას. ერთხელ ეს დააანონსდა წინა წელს და მაშინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეაჩერა მათი გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს იყო დაუსაბუთებელი და აუხსნელი ყველანაირად“, - აღნიშნა კაპანაძემ.

მისივე თქმით, „მაგთიკომი“ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აანონსებს ფასების ზრდას.

კაპანაძე ამბობს, რომ ასეთი რამ მიუღებელია და თუკი კომპანია რაღაც მიზეზით საჭიროდ მიიჩნევს ტარიფების გაზრდას, მან ეს, პირველ რიგში, სწორედ მარეგულირებელს უნდა აუხსნას.

„თუკი კომპანია რაღაც მიზეზით საჭიროდ მიიჩნევს ტარიფების გაზრდას, მან, პირველ რიგში, სწორედ მარეგულირებელს უნდა აუხსნას ის მიზეზები, რაც არსებობს ბაზარზე. მაგთიკომი ამ ყველაფერს არ აკეთებს და თვითნებურად, უკვე მეორედ აანონსებს ფასების ზრდას. მაგთი იმ პრინციპებს არღვევს, რომელიც ბაზარზე უნდა არსებობდეს. ფაქტობრივად მაგთიკომი ამბობს, რომ მისთვის მარეგულირებელი კომისია, რომელიც ბაზარს უნდა არეგულირებდეს, არაფერს წარმოადგენს.

„მაგთის“ არანაირი კონკრეტული მიზეზი არ უთქვამს, თუ რატომ ზრდის ფასს. გარდა ამისა მარეგულირებლის მითითების შემდეგ მან არ გაიზიარა ეს მითითება“, - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება მობილურ მეგაბაიტებს და ინტერნეტზე გაზრდილ ფასებს, ექსპერტი ამბობს, რომ კომპანიის მხრიდან ესეც არასწორი ქმედებაა.

„ბუნებრივია, ესეც არასწორია კომპანიის მხრიდან. ვინაიდან ჩვენ, ამ სფეროში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად ვიცით, რომ 1 წლის განმავლობაში მაგთის ინტერნეტის ფასი გაუნახევრდა, ამის შესახებ განაცხადა მარეგულირებელმა კომისიამ და მათ ინტერნეტზე ტარიფები უნდა შეემცირებინათ ამის პარალელურად, ასე ვთქვათ ისარგებლეს ამ მომენტით, მომხმარებლისთვის რაოდენობა გაზარდეს , მომხმარებლის მოტყუება გადაწყვიტეს, ვინაიდან ისედაც იაფად ყიდულობდნენ, რაც გაუიაფდათ იმის რაოდენობა გაზარდეს. და შესაბამისად, გაზარდეს ტარიფი. სწორედ ამ ყველაფრიდან გამოსავალი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც ბაზარზე უნდა დააწესოს ზღვრული ტარიფები და, ასევე, მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს ჩართული კომპანიების საქმიანობის შესწავლასთან. ჩვენ თუ ოლიგოპოლიურ ბაზარზე დავუშვით ის, რომ კომპანიებმა თვითნებურად, მუდმივად გაზარდონ ტარიფები, ეს სერიოზულად დააზარალებს მომხმარებლებს და ეს პროცესები გაგრძელდება დაუსრულებლად“, - უთხრა „პირველს“ გიორგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42