საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30-წლიან ბიოგრაფიაში
საზოგადოება - 14:34, 13 Feb, 2019     1262
იმ ამბებში, რაც კომპანიაარსსგადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორიააღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსეარსი 30 წლისაა.

კომპანია „არსის“ პირველი ნაბიჯების შესახებ მისი ერთ–ერთი დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე მოგვითხრობს.

„ჩვენ ვმუშაობდით „გიპროგორსტროიში“, ქართულად „საქქალაქმშენსახპროექტში“. ეს იყო საპროექტო ინსტიტუტების ქსელი, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ჩვენსას ერქვა - საქართველოს ქალაქმშენებლობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი. მოკლედ, ჩვეულებრივი საბჭოთა გაუგებრობა ბევრი პროექტით, საქართველოსა და სსრკ-ის მასშტაბით“.

გია აბულაძის ჯგუფი საბჭოეთის ისტორიის მიწურულს ლევან კილაძის სახელოსნოში „მზიურის“ პროექტზე მუშაობდა.

„თავიდან ირაკლი მასხარაშვილი იყო ამ ჯგუფის უფროსი, მერე ირაკლი მასხარაშვილი გახდა სახელოსნოს ხელმძღვანელი და მე მომიწია „მზიურის“ ჯგუფის ხელმძღვანელობა. 82 თუ 83 წელს გაიხსნა „მზიურის“ ჩასასვლელი ჭავჭავაძის ქუჩიდან. ამ პროექტს კომკავშირის ცეკა უწევდა პატრონაჟს. ჩასასვლელის გახსნამდე სამი თუ ოთხი წელი ვმუშაობდით „მზიურის“ გენგეგმაზე. შესასვლელისა და პარკის პატარა მონაკვეთის კეთილმოწყობის მერე გაიშალა ფრონტი, ერთდროულად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობდით, ამიტომ ნელნელა არქიტექტორთა ჯგუფების შედგენა დავიწყეთ, კონკურსებს ვაწყობდით ინსტიტუტში, ნიჭიერი ტიპების გამოსავლენად. ასე რომ, სრული „ზასტოის“ პერიოდში ჩვენ ვმოძრაობდით. იმ დროს ჩვენთან იყვნენ გაგა კიკნაძე, ირაკლი როსტომაშვილი, ლევან მუშკუდიანი, მიკა ყრუაშვილი, თიო გაბუნია, გეო ინასარიძე, მალხაზ კვესელავა, ზურა ლოლაშვილი“, – იხსენებს გია აბულაძე.

„საქქალაქმშენსახპროექტში“ (როგორც მთელი საბჭოთა კავშირის საპროექტოებში) იყო ერთგვარი იერარქია: უმცროსი არქიტექტორი, არქიტექტორი, უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის უფროსი, სახელოსნოს უფროსი, მთავარი არქიტექტორი და ასე შემდეგ. მიაღწევდი რაღაც დონემდე და ხელფასი გექნებოდა მაქსიმუმ - 220 მანეთი. ამიტომ არქიტექტორთა დიდი ნაწილი ძირითად სამუშაოსთან ერთად „ლევადაც“ მუშაობდა. ჩვენ ეს არ გვეხებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი დაბალი იყო, დღე და ღამე ვმუშაობდით, ვერთობოდით, საინტერესო იყო, ახალგაზრდები ვიყავით“, – ამბობს გია აბულაძე.

მერე დაიწყო პერესტროიკა. „მზიურის“ პროექტი, რა თქმა უნდა, გაიჭედა, ისევე, როგორც ბევრი სხვა მასშტაბური პროექტი.

შემოიღეს „ხოზრასჩოტ-1“ და „ხოზრასჩოტ-2“. აზრი ვითომ ის იყო, რომ რამდენსაც იმუშავებთ, იმდენს მიიღებთო. მაგრამ ისეთი რთული ფორმულები იყო, რომ გაგიჟება შეიძლებოდა. „ხოზრასჩოტ-2“ უფრო დახვეწილი იყო, თუმცა იმასაც ვერ გაიგებდი, რა იყო. სრული მარაზმი. მაგრამ დიდი ცვლილებები იწყებოდა.

„ერთ დღესაც გავიღვიძეთ და გავიგეთ, რომ კოოპერატივის შექმნა შეიძლება. დავიწყეთ ქექვა, რას ნიშნავს კოოპერატივი. გავიგეთ, რომ სამორინე არ შეიძლება გააკეთო, არც ბორდელი, იარაღს ვერ აწარმოებ, დანარჩენი შეგიძლია, რაც გინდა და კანონით აკრძალული არ არის. მოკლედ, თან გვჯეროდა, თან არა. წავედით მე, ფარნა ზაქარაია და თიო გაბუნია, ჩამოვაყალიბეთ კოოპერატივი „იერი“. თიომ სახელი ისე დაწერა, რომ ჯვრის ფორმა მიიღო და ძალიან ეფექტურად ჩანდა. საბუთებისა და რეგისტრაციის რიგში გავიცანით ჯგუფი „ირიდა“, ისინი სამოდელო საქმეს იწყებდნენ. გაიგეს, რომ არქიტექტორები ვიყავით და გვთხოვეს, დიდუბეში ფართი გვაქვს და იქნებ გაგვიკეთოთო. მოკლედ, გავაკეთეთ „ირიდას“ პროექტი, თიო ხარაჩოებზეც დარბოდა. გავითვალისწინეთ დეფილე, სამკერვალო, დამხმარე სათავსები, ყველაფერი. გახსნა იყო სადღესასწაულო“, – ყვება ცნობილი ქართველი არქიტექტორი გია აბულაძე.

ამ დროს საბჭოთა საქართველოში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, უკვე სრული სვლით მიდის პერესტროიკა.

გია აბულაძე: – „ის პერიოდი კარგად რომ დაინახოთ, ერთ პატარა ეპიზოდს გიამბობთ. „ირიდას“ ინტერიერის მოსაპირკეთებლად გვინდოდა მარმარილო, რომლის კარიერიც ქუთაისთან იყო. „მზიურის“ მშენებლობიდან ვიცოდი, რომ ამას სჭირდებოდა მინისტრთა საბჭოს დადგენილება, სხვანაირად იმ მარმარილოს არც დაგვანახვებდნენ. გურამ მირიანაშვილი იყო „გოსსტროის“ (სახმშენი – კომიტეტი იყო ასეთი) თავმჯდომარე. კარგად ვიცნობდი ბატონ გურამს, ინსტიტუტში მასწავლიდა, თვითონაც კეთილად იყო განწყობილი. მივედი და ვთხოვე, ამდენი და ამდენი მარმარილო გვჭირდება და იქნებ ლიმიტი გამოგვიყოთ-მეთქი. ერთ ტიპს დაუძახა, იმან ნებართვა შეადგინა, მერე ჩაასწორა, სართულებსა და ოთახებში ატარა, ხელმოწერები მოაგროვა და მეორე დღის 12 საათვისთვის დაგვიბარა. მივედით მეორე დღეს, დაგვახვედრეს ეს ნებართვა და გურამ მირიანაშვილის წერილი კარიერის უფროსთან. იმავე დღეს წავედით, „ირიდას“ წარმომადგენელიც გამოგვყვა. მოკლედ, ძალიან წელგამართულები ვართ, რომ გურამ ზაალოვიჩმა ერთ დღეში ნებართვაც მოგვცა და წერილიც გაგვატანა. მივედით, ვნახეთ კარიერის უფროსი და ეს ქაღალდები დავუწყეთ. იმან წაიკითხა, მერე ჩვენ აგვათვალიერა და წერილი თავის ნებართვიანად გადახია. შემოგვხედა და გვითხრა: რა გინდათ და რამდენი გინდათ? ეს ქვა ღირს ამდენი, ეს ამდენი, ეს ამდენი. რომელიც გინდათ, აირჩიეთ, ერთ კვირში ჩამოდით, გადაიხადეთ და წაიღეთო. გაოგნებულები დავრჩით. მოკლედ, გზაში, აქედან თერჯოლამდე, დაგვეწია კაპიტალიზმი.

ეს იყო ჩვენი პირველი დამოუკიდებელი საქმე“.

„არსი“ 1989 წლიდან – 18 თებერვალს კომპანიას 30 წელი უსრულდება. “არსის” 30–წლიან ისტორიას სტატიების სერიაში მოგითხრობთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42